მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

თემურ ქეცბაიას შეგირდები 29 მაისს დუბლინში გაემგზავრებიან და 2 ივნისს "ავივას" სტადიონზე ირლანდიას შეხვდებიან. 3 ივნისს გუნდი ოლბორგში გადაბარგდება და 5 ივნისს დანიას დაუპირისპირდება.

გარდა ამისა, სექტემბრის შესარჩევ მატჩებამდე "ჯვაროსნები" აგვისტოში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

შევიტყვეთ, რომ ივლისის შეხვედრისთვის ქეცბაიამ ნაკრებში ორი ტორპედოელი გამოიძახა: შეკრებაზე პირველად ივარჯიშებენ ერთად ქუთაისელთა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და მისი ძმა, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი.

გამართლდა "ლელოს" ინფორმაცია - ქეცბაია მერაბ გიგაურით დაინტერესდა. მან ავსტრიის
"ოთხთა ტურნირზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

ქუთაისის "ტორპედოს" 19 წლის ნახევარმცველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ჩივაძემ გამოარჩია და ეროვნულში რეკომენდაცია გაუწია.

"ვიცოდი, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩემი გამოძახების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ როდესაც ეს ამბავი დადასტურებულად შევიტყვე, უზომოდ გამიხარდა.

ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრა სულ სხვა ემოციაა და ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს - ქეცბაიამ თავის გამოჩენის შანსი მომცა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.

ნაკრებში ერთი ვარჯიშიც კი ჩემი ოცნება იყო და იმედია, მთავარ მწვრთნელს ნდობას გავუმართლებ",
- გვითხრა გიგაურმა.

მერაბ გიგაური 1993 წლის 5 ივნისს დაიბადა და ის დანიასთან მატჩის დღეს გახდება 20 წლის. თბილისის "ავაზა-ვისოლში" აღზრდილი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოში" 2010 წელს ჩაირიცხა და ძირითად გუნდში სწრაფად დაწინაურდა. 2010 წლის ზაფხულში იჯარით პოლონეთის "იაგელონიაში" გადაიყვანეს, საიდანაც ქუთაისელებმა 2012 წელს დააბრუნეს.

ასაკობრივ ნაკრებებში 2009 წლიდან იწვევენ - იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდის წევრი. ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში წლეულს მიიწვია.

მიმდინარე სეზონში ქუთაისის "ტორპედოში" 26 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში 17-ჯერ მოხვდა და ერთი გოლი გაიტანა. 19 წლის ბიჭისთვის ცუდი შედეგი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მერაბ გიგაური: ალექსანდრე ჩივაძის შექება დიდი სტიმულია
მერაბ გიგაური: ისტორიაში მოხვედრა საამაყოა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია,რომ შრომა დაუფასეს ამ ბიჭს და გაპიარებულ ხალხს შეასწრო დიდ ნაკრებში
მალხაზი
18:58 08-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული