ფეხბურთელები ბაზაზე ჯერ არ ცხოვრობენ და ყოველდღიურ ვარჯიშებზე შინიდან დადიან.
23 მაისს გუნდს შეუერთდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა.
ასე რომ, ვარჯიშზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გურამ კაშია, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი.
რაც შეეხება გიორგი ლორიასა და ირაკლი ძარიას, რომლებმაც 22 მაისს "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს თასი მოიგეს,
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები საათზე მეტხანს ავარჯიშა და ბოლოს თავადაც ითამაშა მინი-ორკარა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, ნაკრების ფეხბურთელებმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს.
გურამ კაშია: ირლანდია და დანია ძლიერი და საინტერესო მეტოქეები არიან
დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით 28 მაისს შეიკრიბება და ამავე დღეს თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს. ამასთან, მედიას ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების საშუალებაც ექნება.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა
"ლოს ანჯელეს გელექსი" რობი კინს საქართველოსთან სათამაშოდ არ უშვებს
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს