საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა

AutoSharing Option
ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში მიჰყავდა, თბილისის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე ხანში უკან დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან 11:19 წუთზე შესრულდა, ხოლო საათნახევრის შემდეგ "აირზენას" კუთვნილი "ბოინგი" ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

"ბოინგს" საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიაში გადაჰყავდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში უკვე გაემგზავრა.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეც ჩვენი "საამაყო" აირზენა :D
lasha
16:45 29-05-2013
0
ოოო, აბა ბიჭებს და მწვრთნელს ცუდი ნერვები ექნებათ ახლა და ნუ მოვთხოვთ მოგებას. არ დაიტვირთოთ თავი ბიჭებო, ნელა იმოძრავეთ მოედანზე, ნერვებს გაუფრთხილდით. მთავარია რომ არ დაშავდნეთ და მშვიდობით დაბრუნდეთ საკუთარ კლუბებში. ამჯერად უნდა ვაპატიოთ მინდორზე კუებივით მოძრაობა, ნერვები აქვთ აშლილი.
უძლევი
17:18 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული