ირლანდია VS საქართველო - აღარ წავაგოთ ირლანდიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის დუბლინში უკვე ოთხი დღეა ემზადება.

ირლანდიის საუკეთესოს სტადიონად დასახელებულ "ავივაზე", სადაც ჩვენმა ნაკრებმა 2 ივნისს უნდა ითამაშოს, თემურ ქეცბაიამ გუნდი 60 წუთი ავარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი იყო ჩართული. როინ კვასხვაძემ დღევანდელი ვარჯიში სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით გამოტოვა.

ამჟამად, ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება. მცირე ტრავმა აწუხებს "ორჰუსის" ქართველი ლეგიონერს - დავით დევდარიანს. ფეხბურთელმა კი ივარჯიშა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ეროვნული გუნდის წევრი მოე
დანზე გასვლას.

ერთსაათიანი ვარჯიშის განმავლობაში, ამინდი დუბლინში რამდენჯერმე შეიცვალა და საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე დასრულდა.

იხილეთ ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშამდე, თემურ ქეცბაიამ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ირლანდია-საქართველოს მატჩს, ადგილობრივების ვარაუდით 30 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება.

სტადიონის ტევადობა კი, 50 ათასს აღწევს. ქართველ ემიგრანტთა ვარაუდით, რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობენ, შეხვედრას ჩვენი გუნდის რამდენიმე ასეული გულშემატკივარი დაესწრება.

თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ევროს შეადგენს.

ირლანდიის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 ივნისს, მომდევნო ამხანაგური მატჩი ოლბორგში ელოდება.

დანიასთან შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოიძახა - ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც "ლეგიას" შემადგენლობაში სეზონის ბოლო მატჩს 2 ივნისს ჩაატარებს (კლუბმა ირლანდიასთან მატჩში ფეხბურთელის გამოშვებაზე უარი განაცხადა) და აგრეთვე, ირაკლი სირბილაძე ტურკუს "ინტერიდან". ორივე ფეხბურთელი 3 ივნისს პირდაპირ დანიაში ჩავა.

ირლანდია-სქართველოს მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრა კი, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება და ქართველი გულშემატკივარი მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილავს.

გურამ კაშია: ორთაბრძოლებში უნდა ვიყოთ ძლიერები
ირაკლი ძარია: ვეცდებით საქართველო ვასახელოთ
ჯოვანი ტრაპატონი: საქართველოსთან შანსს ნაკრების "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მივცემ

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დილა, გორი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), მერაბ გიგაური (ტორპედო, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);
თავდამსხმელი: ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

სფფ-ის პრესსამსახური
დუბლინი, ირლანდია


ასევე იხილეთ:
ჩვენ და ირლანდიელები: ნავსიანი ივნისი
თემურ ქეცბაიამ ნაკრები Wayside Celtic-ზე პირველად ავარჯიშა [VIDEO]
თემურ ქეცბაია: უცნაურად ვიმგზავრეთ, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩავედით
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
მერაბ გიგაური: ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ერთი ვარჯიშიც კი ოცნება იყო
დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
გურამ კაშია: ირლანდია და დანია ძლიერი და საინტერესო მეტოქეები არიან
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ქეცბაია რბილად რო ვთქვა ვერ არის ცოტა, ერთი თავდამსხმელი ყავს და იმასაც ალბათ არ ათამაშებს რატო არ მიყავს ჯაბა დვალი.დღეს რო წააგოს ჰაერში უნდა მ......ა
1957
13:42 02-06-2013
0
წადი ქეცბა, ნუ შეგ---ი!
murtalo
15:21 02-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული