საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა

AutoSharing Option
4 ივლისს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებს ბოლო განახლების შემდეგ არ უთამაშია, თუმცა კლასიფიკაციაში ორი ადგილი დაკარგა და ასეულიდან გავარდნის ზღვარზეა.

თემურ ქეცბაიას გუნდს 369 ქულა აქვს და 98-ე პოზიციაზეა. ასეულში ჩვენს შემდეგ ომანის (361 ქულა) და ჩინეთის ნაკრებებია (339). როგორც ხედავთ, ჩინელებს საკმაოდ ვუსწრებთ. ასე რომ, ასეულიდან გავარდნა ჯერ არ გვემუქრება.

ჩვენს წინ არიან ისეთი ნაკრებები, როგორებიც ახალი კალედონია, ეთიოპია, გვატემალა, დომინიკის რესპუბლიკა, სიერა ლეონე და სხვებია.

მხოლოდ ევროპულ ქვეყანათა ჩამონათვალში საქართველო ისევ მე-40 ადგილზეა.

2014 წლის მუნდიალის
საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასე განლაგდნენ: ესპანეთის ნაკრები ისევ პირველია, საფრანგეთის ნაკრები 23-ეზე დაქვეითდა, ბელორუსმა ერთბაშად 11 ადგილი დაკარგა და 78-ე პოზიციაზეა, სამაგიეროდ, ფინეთმა 19 ადგილით წინ წაიწია, ბელორუსს გაუსწრო და 65-ე ადგილზე დამკვიდრდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი კონფედერაციათა თასის ტრიუმფატორ ბრაზილიას შეეხო: 13 ადგილით დაწინაურდა და ტოპ-ათეულს დაუბრუნდა (მე-9 ადგილი). ათეულში შევიდა ბელგიის ნაკრებიც, ათეულიდან კი ინგლისი და ეკვადორი გავარდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 აგვისტოს ასტანაში გამართავს, ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მომდევნო რეიტინგი მანამდე, 8 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ფიფა/კოკა-კოლას ივლისის თვის რეიტინგის პირველი ოცეული

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 96-ე პოზიციაზე რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული