ექსპრომტი: გორის "დილას" დაუგეგმავი მოგზაურობა

AutoSharing Option
გორის "დილამ" დანიურ "ოლბორგთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი 25 ივლისს სტუმრად ითამაშა და წესითა და რიგით მერე თბილისში უნდა დაბრუნებულიყო სტამბულის გავლით, მაგრამ...

"დილა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა და 1 აგვისტოს ხორვატიაში, სპლიტში აქვს სათამაშო იქაურ "ჰაიდუკთან".

ჰოდა, "დილას" თავკაცმა გიორგი დევდარიანმა დანიაში, "ოლბორგთან" მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გუნდი დანიიდან პირდაპირ ხორვატიაში წაეყვანა.

როგორი საქმეა, ავიაბილეთები სტამბული-თბილისის რეისზე გაქვს აღებული და უცბად ხორვატიაში გინდა გადაფრენა დანიიდან.

ყველაფერი მოგვარდა. "დილას" გამოცდილი მენეჯერი, გია ისიანი ჰყავს, გარდა ამისა, "თურქეთის
ავიახაზებმა" დიდი სამსახური გაუწია "დილას", ბილეთები გადაუცვალა და გუნდიც დანიიდან სტამბულის ნაცვლად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩაფრინდა.

ამის შემდეგ მოსაგვარებელი იყო სხვა საკითხებიც - სასტუმრო, სავარჯიშო მოედანი და ასე შემდეგ.

აქ "დილას" დახმარება ივო შუშაკმა გაუწია, "დინამო თბილისის" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

როცა შუშაკი "დინამო თბილისში" მუშაობდა, იმავე კლუბში საქმიანობდა გია ისიანიც და ამ ყველაფერმა "დილას" იმის საშუალება მისცა, რომ დანიიდან პირდაპირ ხორვატიაში გადასულიყო შეკრებაზე.

28 ივლისს სპლიტში დერბი იყო - ხორვატიის ჩემპიონატის მესამე ტურში "სპლიტი" "ჰაიდუკს" მასპინძლობდა და "დილა" ამ შეხვედრას დაესწრო.

თქმა რად უნდა, რომ დევდარიანს ძალიან გამოადგებოდა მომავალი მეტოქის ნახვა ასეთ პრინციპულ შეხვედრაში.

"დილას" მენეჯმენტმა კი მართლა კარგად იმუშავა ამ კონკრეტულ ვითარებაში. იმედია, არც გუნდი დააკლებს და "ჰაიდუკს" 1 აგვისტოს რიგიანად ეთამაშება.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ "დილაში" შუშაკის ორი ყოფილი ფეხბურთელია "დინამოდან" - ოთარ ხიზანეიშვილი და რატი ალექსიძე. შუშაკი 28 ივლისს ესტუმრა "დილას" სასტუმროში და ძველა-ხალი ნაცნობები მოინახულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშის დრო თუ არის ცნობილი
vaxvax
21:08 29-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული