საქართველოს ნაკრებს ყაზახეთთან მატჩში აკაკი ხუბუტია გამოაკლდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 აგვისტოს ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ეთამაშება.

თემურ ქეცბაიამ, სხვათა გარდა, ამ მატჩისთვის რუსული "მორდოვიას" მცველი აკაკი ხუბუტიაც გამოიძახა, თუმცა ხუბუტია ყაზახეთში ვერ ჩავა.

სარანსკული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ხუბუტიას კომენტარია, რომელშიც ქართველი მცველი ამბობს, რომ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთის ფედერაციის მადლობელია, რაკი გაგებით მოეკიდნენ მის მდგომარეობას.

მისივე თქმით, რუსეთის დატოვების და ყაზახეთში გამგზავრების შემთხვევაში, რუსეთის ვიზის ხელახლა ასაღებად საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, ხოლო მთელი ეს პროცედურა სექტემბრამდე გაიწელებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბში რამდენიმე მატჩის
გამოტოვება მოუწევდა.

"მალე ახალ ვიზას ავიღებ და ასეთი პრობლემები აღარ მექნება",
- ამბობს ხუბუტია "მორდოვიას" ვებგვერდთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების განაცხადი ყაზახეთთან მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული