საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 97-ე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
8 აგვისტოს ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

თემურ ქეცბაიას გუნდს ერთი თვის განმავლობაში არ უთამაშია, ამიტომაც ჩვენ ეროვნულ ნაკრებს კვლავ 369 ქულა აქვს, თუმცა წინ წავიწიეთ ერთი საფეხურით - 97-ე ადგილზე გადავედით.

2 საფეხურით გაიუარესა მდგომარეობა ანგოლამ (98-ე), 7 ადგილი დაკარგა ეთიოპიამ (102-ე), ხოლო ეკვატორულმა გვინეამ - 32 (99-ე).

საქართველომ ამ სამს გაუსწრო, მაგრამ თავის მხრივ გაგვისწრო ომანმა (95-ე) და ჩინეთმა (96-ე).

მსოფლიოს 2014 წლის პირველობის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქე გუნდები შემდეგ ადგილებზე არიან: ესპანეთი პირველია, საფრანგეთი - 23-ე,
ფინეთი - 65-ე და ბელარუსი - 73-ე.

მხოლოდ ევროპულ ნაკრებებს შორის საქართველოს მე-40 პოზიცია უკავია.

ბოლო 5 კვირის განმავლობაში "გოლდ კაპის" 22 და 53 ამხანაგური მატჩი გაიმართა, სწორედ მათმა ქულებმა შეცვალა რეიტინგში ძალთა თანაფარდობა.

მოწინავე ათეული საერთოდ არ შეცვლილა, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ისევ ესპანეთია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ტოპ-10-ში კვლავ არ არის ინგლისის ნაკრები.

ესპანელებს 1 484 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრებია - 1 257 ქულა. სენსაციურ, მესამე პოზიციას ინარჩუნებს კოლუმბია - 1 219. მე-4 ადგილზეა არგენტინა - 1210, მეხუთეზე - ჰოლანდიის ნაკრები - 1 165.

სხვათა შორის, ფიფა/კოკა-კოლა-ს რეიტინგი პირველად ზუსტად 20 წლის წინ, 1993 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

მომდევნო რეიტინგი 12 სექტემბერს გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს ყაზახეთში გამართავს. ასტანაში თემურ ქეცბაიას გუნდი ამხანაგურ საერთაშორისო მატჩს ითამაშებს.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი. ტოპ-20

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრთხილად დამკაში ა რ გავიდეთ
tijana513
18:26 08-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული