საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქში პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა.

ასტანას ცენტრალურ სტადიონზე თემურ ქეცბაიას გუნდმა 11 ფეხბურთელით ივარჯიშა.

მათ შორის იყვნენ: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, ლადო დვალიშვილი, ჯანო ანანიძე, გულვერდ თომაშვილი და დავით კვირკველია. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გუნდმა ყაზახეთში ჩასვლის დღეს, 12 აგვისტოს მსუბუქად ივარჯიშა.

14 აგვისტოს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში გამოძახებული ლეგიონერები ასტანაში 13 აგვისტოს, გამთენიისას ჩავიდნენ.

თემურ ქეცბაია მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს სრული, 20-კაციანი შემადგენლობით ქალაქის მთავარ ხელოვნურსაფარიან
მოედანზე 13 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩაატარებს.

მოგვიანებით კი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

თემურ ქეცბაიამ ამხანაგური მატჩისთვის გორის "დილას" ფეხბურთელი ლაშა გვალიაც გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბის ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ყაზახეთში გამგზავრება ვერ მოახერხა.

გუნდი ყაზახეთში SOLUXE HOTEL ASTANA-ში იმყოფება.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 14 აგვისტოს, ასტანას ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

სფფ-ის პრესსამსახური
ასტანა, ყაზახეთი

ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 97-ე ადგილზე გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლორიას თეთრი მაისური ხომ არ დარჩა სახლში
გულშემატკივარი
07:32 14-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული