კვირის 1000 წვრილმანი: თავისუფალი დრო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ისევ წააგო, ზედიზედ მეოთხედ. ამ ყველაფერში თავისი წილი პასუხისმგებლობა მასმედიასაც ეკისრება.

როცა თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, ზოგი ჟურნალისტი ამბობდა, ეს დანიშვნა საზოგადოების, გულშემატკივრის მოთხოვნა არისო.

შესაძლოა, მართლა ასე იყო, ოღონდაც, ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა ფეხბურთის ფედერაციის, სპეციალისტების საქმეა და არა გულშემატკივრების.

ქეცბაია საქართველოს ნაკრებში - ეს არ იყო სპეციალისტების გადაწყვეტილება, ეს იყო საზოგადოების, ალბათ, დიდი ნაწილის აზრი და მაშინდელი ხელისუფლების ახირება...

ჟურნალისტობაც ყველას თავისებურად ესმის საქართველოში. იმან ჩააწოდა, ამან დაარტყა... როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ცვლილებების დროა - ზოგისთვის
მხოლოდ ეს არის ჟურნალისტობა, მე კი მგონია, რომ ჟურნალისტობა დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე და არის რაღაც ფორმები, ხშირად ძალიან მარტივიც კი, რომ საზოგადოებას სიმართლე გააგებინო.

ასეთი ჟურნალისტები განვითარებად ქვეყნებში უმცირესობაში არიან, მათ ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ, ცუდ იარლიყსაც აკრავენ, რადგან კოპებშეკრულ უმრავლესობას ვერ ეგუებიან.

ჩემი წარმოდგენით, უმცირესობაში მყოფი მართლა ჟურნალისტი უნდა იყოს ჯიუტი, მაგრამ მაინც სათნო დოგმატიკოსი, რომელსაც ჰგონია, რომ თემურ ქეცბაიას ნაკრებში გასახდელის კარიც კი ჟანგისფერია.

მწვრთნელს სიმშვიდე სჭირდება, თავის მოსატყუებლად მაინც უნდა ჰქონდეს ის, რასაც სხვები "თავისუფალ დროს" უწოდებენ. ბოლომდე ალბათ ვერავინ გაუგებს მწვრთნელს, მწვრთნელებს ბოლომდე, ვინძლო, ერთმანეთისაც არ ესმით.

ჩემი მიზანი კი მხოლოდ ის არის, რომ სათქმელი ვთქვა რაც შეიძლება ძუნწი საშუალებებით, ოღონდაც, რეკვიზიტებით: ქეცბაია, Go Home!

უკაცრავად ამერიკული ფორმისთვის, მაგრამ ქეცბაიას დამნიშვნელებმა და მხარდამჭერებმა იმდენი სისულელით გამოგვიჭედეს ტვინი, რომ აგრესიული "პიარით" ამერიკული ფორმა რაღაცნაირად დაგვიტოვეს, თითქოს სამახსოვროდ.

და ეს "თავისუფალი დრო" რას უნდა ნიშნავდეს? ალბათ იმას, თინეიჯერები თავისუფალ დროს ქალებზე რომ ფიქრობენ ან ფეხბურთს თამაშობენ მერიის მიერ მოწყობილ ხელოვნურსაფრიან მოედანზე.

ქალებზე კი ალბათ ყველა ფიქრობს, მათ შორის - მოწიფული მამაკაციც. თავისუფალ დროს ქალების კატეგორიებზეც შეიძლება ფიქრი.

არსებობენ ქალები, რომლებიც არც მეძავები არიან და არც მეუღლეები, უბრალოდ, გულკეთილი ქალები არიან, მაგრამ ჰოლივუდში მათზე ფილმებს არ იღებენ. ამერიკაში ფეხბურთიც არ უყვართ ისე, როგორც ბრაზილიაში, არგენტინასა და საქართველოში.

ერთმა გერმანელმა კლასიკოსმა კი ისიც თქვა - ვერაფერი გამიგია ამერიკული მორალის, ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავდნენ კოცონზე გულკეთილ ქალს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობსო.

სხვა მიმართულებით გამექცა კალამი და კიდევ ერთხელ უკაცრავად. ეს ჩემი სვეტი ისეთი აბდაუბდა გამოდის, როგორიც საქართველოს ნაკრების შეტევები იყო ყაზახეთთან.

"თავისუფალი დრო" კი მწვრთნელს ყველაზე უფრო ალბათ იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი წარუმატებლობა დაივიწყოს. 6 სექტემბერს საქართველო საფრანგეთს მასპინძლობს, 10 სექტემბერს კი ქეცბაიას მთავარი თამაში აქვს - ფინეთს უნდა მოუგოს. ამ ორ თამაშს მწვრთნელის ძლიერი ნერვები დასჭირდება.

ქეცბაია, Go Home!

შესაძლოა, ზედმეტიც კი მომივიდა, ვინ იცის, იქნებ ჯგუფში მესამე ადგილსაც გამოვკრათ ხელი, მაგრამ არა, ასეც რომ მოხდეს, მაინც ყველაფერი ნათელია - საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს შემოქმედი მწვრთნელი.

"თავისუფალი დრო" და ნორმალური სოციალური ცხოვრება ყველას სჭირდება, მათ შორის, ჟურნალისტსაც, რომელიც ვერც "ტოტენჰემი"-"დინამოს" მატჩს დაესწრება და ვერც "რაპიდი"-"დილას", არადა, თვალსაწიერის გაზრდა ამ ხელობისთვის აუცილებელია.

ჩემმა ძველმა ნაცნობმა, ახლო წარსულში ძალიან ნიჭიერმა ჟურნალისტმა, "ფეისბუქზე" დიდი სიხარულით დაპოსტა ის ამბავი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიამ რუსეთს 1:0 მოუგო.

ზოგი ასე ერთობა თავისუფალ დროს, სულაც დავიწყებული ჰყავს საქართველოს ნაკრები და გულს რუსების მარხცით იფხანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
თავის დროზე რომ წასულიყო, აი როცა წაგებების სერია დაიწყო, მაშინ რამოდენიმე წლის მერე ისევ უკან მოვითხოვდით, მაგრამ ეხლა ისე გაიფუჭა კარიერა, და ვერ ხვდება და არ მიდის თან, რატომ? იმიტომ რომ სხვაგან დაეხურა კარები, არსად წასასვლელი აღარ აქვს.
0
ივო შუშაკი, თუ ცოცხალია ეგ კაცი, ეგ დააბრუნეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული