გიორგი ილურიძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ტრავმამ გიორგი ილურიძეს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლის საშუალება არ მისცა.

როგორც ცნობილია, გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი 30 აგვისტოს ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც ოფიციალურად გადავიდა "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის განკარგულებაში, კლუბმა კი 11-ნომრიანი მაისურა გადასცა.

ხორვატული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი მედიის წინაშე მას 2 აგვისტოს წარადგენს...

მაგრამ ამ ყველაფერს ის სამწუხარო ამბავიც მოჰყვა, რაზეც თავშივე გაუწყეთ - "რაპიდთან" თბილისურ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ილურიძეს სექტემბერში გასამართ შესარჩევ შეხვედრებში (2 სექტემბერს საფრანგეთთან, 6 სექტემბერს ფინეთთან) თამაშის საშუალებას არ აძლევს.

"საქართველოს ნაკრების
მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საფრანგეთთან და ფინეთთან შეხვედრებში გიორგი ილურიძეს ვერ გამოიყენებს.

ხუთშაბათს, "რაპიდთან" ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში ქართველმა შემტევმა კოჭი დაიზიანა. პარასკევს, სპლიტში ჩამოსვლისთანავე, ილურიძემ "ჰაიდუკის" ფიზიოთერაპევტ დომენიკო სისგორეოსთან დაუყოვნებლივ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.

იმის გათვალისწინებით, რომ მას ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე დღე დასჭირდება, საფრანგეთთან მატჩისთვის მზად ვერ იქნებოდა და ამიტომ საქართველოში მის გამგზავრებას აზრი არ ჰქონდა",
- ეს ინფორმაცია "ჰაიდუკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა 1-ელ სექტემბერს გაავრცელა.

ილურიძის ნაცვლად, თემურ ქეცბაიამ გრიგოლ დოლიძე ("დილა") გამოიძახა. კიდევ ერთ ტრავმირებულ დავით კვირკველიას კი გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი) შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორი ილურიძე: იმედია, ოპერაცია არ დამჭირდება და ნაკრებს შევუერთდები
გიორგი ილურიძე: მადლობა ყველას! "დილადან" "ჰაიდუკში" გადავდივარ!
უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული