ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ ორ შეხვედრას 6 და 10 სექტემბერს თბილისში, საფრანგეთისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
თემურ ქეცბაიამ "დილადან" ოთხი ფეხბურთელი გამოიძახა: ნუკრი რევიშვილი, გულვერდ თომაშვილი, გრიგოლ დოლიძე და ირაკლი მოდებაძე. აღსანიშნავია, რომ დოლიძე და მოდებაძე ეროვნულ გუნდში პირველად არიან მიწვეულნი.
"დილას" ოფიციალურმა საიტმა კომენტარი სთხოვა ირაკლი მოდებაძეს, რომელიც ძალიან გახარებულია.
"საამაყოა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
მადლობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელმაც დააფასა ჩემი შრომა. ასევე,
თუ მომეცემა შესაძლებლობა, ყველაფერს გავაკეთებ ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის."
"დილას" პრესსამსახური