ირაკლი მოდებაძე: ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიწვევა გორის "დილას" დამსახურებაა!

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი მოდებაძე და გრიგოლ დოლიძე

ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ ორ შეხვედრას 6 და 10 სექტემბერს თბილისში, საფრანგეთისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

თემურ ქეცბაიამ "დილადან" ოთხი ფეხბურთელი გამოიძახა: ნუკრი რევიშვილი, გულვერდ თომაშვილი, გრიგოლ დოლიძე და ირაკლი მოდებაძე. აღსანიშნავია, რომ დოლიძე და მოდებაძე ეროვნულ გუნდში პირველად არიან მიწვეულნი.

"დილას" ოფიციალურმა საიტმა კომენტარი სთხოვა ირაკლი მოდებაძეს, რომელიც ძალიან გახარებულია.

"საამაყოა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

მადლობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელმაც დააფასა ჩემი შრომა. ასევე,
მინდა გადავუხადო გორის "დილას" დიდი მადლობა. მათ მიერ გაწეული ნდობის შედეგია დღეს ჩემი ქვეყნის მთავარ გუნდში გამოძახება.

თუ მომეცემა შესაძლებლობა, ყველაფერს გავაკეთებ ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის."

"დილას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
არც დოლიძეა პირველად ნაკრებში
0
ყოჩაღ ქეცბაია, რომ ნაკრებში მოხვედრის ერთადერთი პრინციპი მიმდინარე მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელების მოწვევაა. ეს ადრე თუ გვიან კარგ შედეგს მოიტანს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული