თემურ ქეცბაია: ვეცდებით, საფრანგეთთან იმედი პირველივე წუთიდანვე არ მოგიკლათ

AutoSharing Option
"ვეცდებით, რომ საფრანგეთთან თამაშზე ჩვენს გულშემატკივრებს იმედი პირველივე წუთიდან არ მოვუკლათ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს საფრანგეთისა და ფინეთის სახით ძლიერი მეტოქეები ეყოლება, თუმცა გუნდი ეცდება, რომ ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწიოს.

"კარგია, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშზე მოვა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე თამაში.

სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ფინეთთან თამაში",
- განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს
მიმდინარე შესარჩევ ციკლში რამდენიმე წლის შემდეგ აქვს შესაძლებლობა, რომ მესამე ადგილი დაიკავოს.

გარდა ამისა, ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ლევან ყენიას არგამოძახების თაობაზეც ისაუბრა.

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ყენია როგორც პიროვნულად, ასევე სპორტული თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან "დინამო არენაზე " ითამაშებს. თავდაპირველი ცნობით, საქართველო-ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დავით კვირკველიას ნაკრებში გიორგი ფოფხაძე ჩაანაცვლებს, გიორგი ილურიძეს - გრიგოლ დოლიძე, ხოლო ლევან მჭედლიძეს - ირაკლი მოდებაძე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 16 /
კიდე გულშემატკივარს იძახის ეს კაცი. ვისაც რა უნდა ის თქვას მაგრამ მე თამაშზე არც საქართველოს ნაკრებისთვის არ წავალ და მითუმეტეს არც საფრანგეთის სანახავად!
giorgi
18:50 02-09-2013
0
ჩემთვის ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი!
guja_kakhadze
20:35 02-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული