საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოვიდა.

დიდიე დეშამის გუნდი ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

საფრანგეთის ნაკრების წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფრანგ ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრებიც არ დახვედრიან.

აეროპორტიდან საფრანგეთის ნაკრები პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" გაემართა, სადაც რამდენიმე დღით დაბინავდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა.

ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელორუსთან მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა.
მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია.
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდობია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო.
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრანკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

Sportall.Ge

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაახვიეთ ფეხბურთო, არც ერთი პატრიოტი ქართველი ხვალ სტადიონზე.

ვუგულშემატკივროთ კალათბურთელებს, რეგბისტებს და მოჭიდავეებს.

კორუპირებული, ღორი ქართული ფეხბურთის ჭაობი გეთ ზე ფაქ აუთ ოფ აუარ ქანთრი
Sason Hogi
19:33 04-09-2013
0
არავინ სტადიონზე,ითამაშონ ცარიელი ტრიბუნების წინაშე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული