მისივე თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება, დაცვაში ითამაშოს და შანსს დაელოდოს.
"ვეცდებით, რაც შეიძლება ორგანიზებულად ვითამაშოთ. ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ეს არც ისე ადვილია. მთავარია, დაცვაში არ დავუშვათ შეცდომა და ჩვენს შანსს დაველოდოთ",- განაცხადა ქეცბაიამ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ქეცბაიას განცხადებით, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ 6 სექტემბერს ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.
"ახლა ჩვენი გუნდისთვის
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, ამ ურთულეს ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს.
როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ნაკრები მომავალი ეტაპისთვის უფრო კარგად მოემზადოს.
"ყველაფერს გავაკეთებთ ამ შედეგის მისაღწევად. დიდი ხანია, თბილისში არ გვითამაშია. იმედი მაქვს, გულშემატკივარი მოვა, ბიჭებს გაამხნევებენ და ყველა ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა ქეცბაიამ.
ფიფას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს საქართველო 6 სექტემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
ფრანგები თბილისში დიდი ხნით ჩამოფრინდნენ
თემურ ქეცბაია: ვეცდებით, საფრანგეთთან იმედი პირველივე წუთიდანვე არ მოგიკლათ