ფინეთის ნაკრები საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოდის

AutoSharing Option
6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებთა შეხვედრაში, გიორგი ლორიამ ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე შესარჩევ ციკლში თბილისის "დინამოს" მეკარისთვის ეს მეორე გაფრთხილება აღმოჩნდა.

პირველად ლორია ბელორუსთან შეხვედრაში გააფრთხილეს. ცხადია, ჭარბი ყვითლების გამო ლორია ფინეთთან 10 სექტემბრის მატჩს გამოტოვებს.

ამასობაში თემურ ქეცბაია გუნდს ფინელებთან შეხვედრისთვის ამზადებს. უკვე ცნობილია ლორიას სავარაუდო შემცვლელის ვინაობაც - ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძის თქმით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავის დაიმატებს, რადგან შეკრებაზე სამი მეკარე ვარჯიშობდა, ახლა კი დარჩნენ გორის "დილას" გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი, რომელიც ფრანგებთან სათა
დარიგოთა სკამზე იჯდა და - "ზესტაფონის" კარის დარაჯი როინ კვასხვაძე.

აქვე ვიტყვით, რომ ფინელები 9 სექტემბერს გვესტუმრებიან. დღესვე, 12 საათზე, ქეცბაია მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

საფრანგეთის ნაკრებმა კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩისთვის მზადება თბილისში გააგრძელა. საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ "მამლები" საქართველოს დედაქალაქში კიდევ ორი დღით გაჩერდნენ. დიდიე დეშამმა გუნდი თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე 7 და 8 სექტემბერს ავარჯიშა. პირველი ღია იყო, კვირას კი ვარჯიში დახურეს.

ფრანგებმა თბილისი 8 სექტემბერს, საღამოს დატოვეს და ბელორუსში გაემგზავრნენ, სადაც 10 სექტემბერს იქაურ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული