მისი თქმით, საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს მოსაგებად იბრძოლებს. "კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ. პირველი კარგი თამაშის შემდეგ ალბათ მოლოდინი დიდია, ყველა ელოდება, რომ საქართველოს ნაკრები მინდორზე გამოვა და თამაშს მოიგებს. ამას ჩვენც ველოდებით და ეს ჩვენც გვინდა.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი არის, რომ ჩვენმა
ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ფინეთთან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ქეცბაიამ გაიხსენა საქრათველოს ნაკრების ბოლო თამაში საფრანგეთთანაც. მისი თქმით, ყველას ეგონა, მათ შორის, ქართველებსაც, რომ საფრანგეთი საქართველოს დაამარცხებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
"ყველას ეგონა, რომ ადვილად მოგვიგებდნენ, მათ შორის - ბევრ ქართველსაც, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ და დამსახურებულად ავიღეთ ერთი ქულა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, ნურავის ეგონება, რომ ფინეთის ნაკრები ადვილი მეტოქეა.
"ფინეთის ნაკრები ჩავიდა ესპანეთში და ერთი ქულა აიღო. ასე რომ, ხვალ მძიმე შეხვედრა გველის და იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე თამაშში წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრებს ორი ყვითელი ბარათის გამო მეკარე გიორგი ლორია დააკლდება.
მატჩი 10 სექტემბერს "დინამო არენაზე", 21.00 საათზე დაიწყება.
წყარო: interpressnews.ge