საქართველოს ნაკრები "ნტვ-ფუტბოლის" წამყვანის თვალით: პოტენციალი გაქვთ...

AutoSharing Option
საქართველო-საფრანგეთის მატჩს რუსული ტელეკომპანიის, "ნტვ-ფუტბოლის" პოპულარული წამყვანი ალექსეი ანდრონოვიც ესწრებოდა.

თამაშის შემდეგ მან თავისი შთაბეჭდილებები "ლელოს" გაუზიარა...

- რას ფიქრობთ, რა მოხდა 6 სექტემბერს "დინამო არენაზე"?
- მოულოდნელი შედეგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას საერთოდ არავინ ელოდა. გრანდებს გასვლით შეხვედრაში პრობლემები პირველად არ შექმნიათ. თუმცა ჩემთვის გამოცანად დარჩა ის, თუ როგორი გუნდის ჩამოყალიბება სურს დიდიე დეშამს, რადგან საქართველოსთან ფრანგებს ფეხბურთი არ უთამაშიათ.

და ეს იმ დროს, როცა გუნდში ლამის ყველა მეგავარსკვლავია.

თითქოს ორი თავდამსხმელით თამაშობდნენ, მაგრამ რეალურად, საქართველოს ნაკრების კარს
მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებში დაემუქრნენ, როცა თქვენებს დაღლა დაეტყოთ და შეცდომების დაშვება დაიწყეს.

თუმცა ფრანგების სუსტი თამაში საქართველოს ნაკრებს ვერ დააკნინებს. თემურ ქეცბაია გუნდის შესაძლებლობიდან გამოდიოდა, როცა ტაქტიკა შეარჩია და მიზანშიც მოარტყა.

Sportall.Ge- ფრანგული მედია ნაკრების ბევრ მოთამაშეს აკრიტიკებს - ეროვნულ გუნდში ისეთი მონდომებულები არ არიან, როგორც კლუბებშიო...
- ცხადია, ეს კრიტიკა რამდენიმე მოთამაშეს ეხება, მაგრამ ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. მაგალითად, საქართველოსთან ფრანკ რიბერი ძალიან აქტიური და მონდომებული იყო. მაინც მგონია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მწვრთნელის გაუგებარი გადაწყვეტილებებია, რაც თავდასხმაზე კარგად არ მოქმედებს.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?
- ყოჩაღ ქართველებს! კარგად იომეს! თუმცა ვალდებულნი იყვნენ, შექმნილი მომენტებით ესარგებლათ.

- იბრძოლეს ერთია, მაგრამ როგორი ფეხბურთი ითამაშეს, თქვენი აზრით?
- ბოლო წლებში საქართველოს მებრძოლი ნაკრები ჰყავს, მაგრამ შეტევაში მაინც უჭირს. დააკვირდით, ბოლო დროს რომელი გუნდებიდან იწვევენ ფეხბურთელებს - "დნიპროდან", "ლეგიადან", "ილიჩევეციდან", ბაქოს "ინტერიდან", "ყარაბაღიდან"... ეს უკვე ქინქლაძე-არველაძე-ქეცბაიას თაობა აღარ არის. ისინი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ.

შესაძლოა, მათ დიდი შედეგების მიღწევა არ შეუძლიათ, მაგრამ გუნდს გარკვეული პოტენციალი აქვს და გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვინ იცის, იქნებ მომავალში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს.

- ესპანეთი და საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტები არიან და პირველ-მეორე ადგილებს გაიყოფენ. თქვენი აზრით, ვინ გავა მე-3 ადგილზე?
- საქართველო ან ფინეთი. თქვენ ძალიან რთული კონკურენტი გყავთ. დასამალი რა არის, ციკლის დაწყებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მესამეზე სწორედ ფინელები გავიდოდნენ, რადგან ეს გუნდი ბოლო შესარჩევებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მათ სწრაფი და მწვავე კონტრშეტევები ეხერხებათ...

მაგრამ დაიწყო ეს ციკლი და ფინეთს გაუჭირდა. საქართველო ვალდებული იყო, მოეგო ჰელსინკიში, მაგრამ... თქვენს გუნდს გატანა ძალიან უჭირს.

საერთოდ, ფინეთთან მატჩში პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორია, ამ ორი გუნდიდან კოზირებს რომელი გამოიყენებს და მოახერხებს თუ არა საქართველო "პირველ ნომრად" თამაშს. ბევრისგან მსმენია, რომ თქვენმა ნაკრებმა სათამაშო სტილი შეიცვალა, მაგრამ ტაქტიკური სქემა იმის მიხედვით კეთდება, რისი არჩევანიც მწვრთნელს აქვს. ასე რომ, ქეცბაიას სქემა ლოგიკური იყო.

- საფრანგეთთან რომელ ქართველ მოთამაშეს გამოარჩევდით?
- რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას. ის მთელი ციკლის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურება და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მაღალი დონის კიპერია.

ჩემთვის აღმოჩენა იყო გელაშვილი. სანამ ძალა ეყო, ის ღირსეულად თამაშობდა ისეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ, როგორიც პატრიკ ევრაა. რამდენიმე ეპიზოდში ისე გასცდა მას, თვალებს არ ვუჯერებდი. მისი მხოლოდ რამდენიმე თამაში ვნახე, მაგრამ ფრანგებთან გამაოცა.

ურიგოდ არ უთამაშიათ უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ქართველებსაც. პროგრესი ეტყობა კანკავას, თანაც პიროვნული თვისებებიც გამოავლინა. ოქრიაშვილმა და კობახიძემ აფეთქება იციან...

საერთოდ, ქართველებიდან ყველაზე მეტად კობახიძე მომწონს, მაგრამ არასტაბილურია, ხან ძალიან ეფექტურად თამაშობს, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებს. ჯანო კი ყველამ იცის, ვინც არის და რას წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახირი ,სირი ფეგბურტელებიტ
reso
11:01 11-09-2013
0
გამოიცნო რა გინდა,ფინეთი მესამეზეა, ეხლა ბელორუსია როგორც ეტყობა თამაშს ქულას აიღებს ფრანგებთან და დაგვტოვებენ ჩვენს კუთვნილ ბოლო ადგილზე.
giorgi
23:10 10-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული