მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა

AutoSharing Option
ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო" არენას საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, რომელ
იც სწრაფი ფეხბურთელებითა და კარგი ნახევარმცველებით არის დაკომპლექტებული. გოლის გატანის რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებთან ყველა მეტოქეს უჭირს თამაში.

ვფიქრობ, ჯგუფში მესამე ადგილი დამსახურებულად გვიკავია. რაც შეეხება პენალტის მომენტს, პირადად მე კარგად ვერ დავინახე მომენტი, თუმცა არბიტრი უფრო ახლოს იყო ეპიზოდთან და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამის გარდა
3-4 საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

როცა მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა, ტაქტიკურად თამაში უფრო საინტერესო გახდა და მოედანზე ის ფეხბურთელები გამოვიყვანეთ, რომლებსაც გოლის გატანა შეეძლოთ.

ჩვენი მეტოქის დაცვის გარღვევა რთული იყო. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობდა",
- თქვა პაატელაინენმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ ჩამოვყალიბდეთ.
jemo
12:19 11-09-2013
0
მასეა
jemo
12:18 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული