მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა

AutoSharing Option
ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო" არენას საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, რომელ
იც სწრაფი ფეხბურთელებითა და კარგი ნახევარმცველებით არის დაკომპლექტებული. გოლის გატანის რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებთან ყველა მეტოქეს უჭირს თამაში.

ვფიქრობ, ჯგუფში მესამე ადგილი დამსახურებულად გვიკავია. რაც შეეხება პენალტის მომენტს, პირადად მე კარგად ვერ დავინახე მომენტი, თუმცა არბიტრი უფრო ახლოს იყო ეპიზოდთან და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამის გარდა
3-4 საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

როცა მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა, ტაქტიკურად თამაში უფრო საინტერესო გახდა და მოედანზე ის ფეხბურთელები გამოვიყვანეთ, რომლებსაც გოლის გატანა შეეძლოთ.

ჩვენი მეტოქის დაცვის გარღვევა რთული იყო. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობდა",
- თქვა პაატელაინენმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფრანგებს რო მჩიდროდ ეთამაშნენ ეხლა რატო დაუთმეს ადგილი ფინელებს. არ მესმის ამ ხალხის არაფერი და მერე პროფესიონალებს ირქმევენ.
1) ქეცბაია კი არა ვრავინ ვერ უშველის ასეთ ხალხს, გინდ გვარდიოლა ჩამოვიყვანოთ.
2) ფსიქოლოგი ?;)
bacho
01:02 11-09-2013
0
მწვრთნელი კიარა მთელი საფეხბურთო მეურნეობა შესაცვლელია სანამ ეს არ მოხდება არაფერი არ შეიცვლება ამდენ ფულს მწვრთნელი ჩვენთან არ უნდა იღებდეს ბელარუსიის ესტონეთის და სხვა ჩვენსავით დაბალი ან საჩუალო დონის გუნდების არცერთი მწვრთნელი ამხელა ფულს არ იღებს ფეხბურთელი თუარ გყავს რათ გინდა ასე ძვირიანი მწვრთნელი ნებისმიერი სხვა უფრო დაბალი ანაზღაურებადი მწვრთნელიც ეყოფა ამ ფეხბურთელებს და ფედრაცია ხო საერთოდ 0 ია ისე ესტონეთს არაფერი ფეხბურთელები არა ყავს მაგრამ პლეიოფი ითამაშა.იგივე ლატვია.
qutaiseli
11:07 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული