ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს

AutoSharing Option
10 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინეთთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანიდან გაშვებული გოლით დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ფინელებთან შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, ქომაგს ბოდიში მოუხადა.

"მე პირადად ბოდიში მაქვს მოსახდელი გულშემატკივრებისთვის არა მხოლოდ წითელი ბარათის, არამედ თამაშის გამოც.

უკმაყოფილო ვარ როგორც საკუთარი, ისე მთლიანად გუნდის თამაშის ხარისხითაც და ბოდიშს ვუხდი საქართველოს გულშემატკივარს",
- თქვა კანკავამ "პირველ არხთან".
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა
დავით თარგამაძე: მსაჯისგან გამიკვირდა, რომ ასეთი პენალტი დადო
მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარი ადამიანი!!! ვინც გულით სულით და ჯიგრით თამაშობს!!!
0
ეხ კანკავა ..კანკავა...მეორეჯერ უკვე ..ერთი იტალიასთან ..მეორე ახლა...
z.777
19:47 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული