ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!

AutoSharing Option
შესაძლოა, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ეროვნული ნაკრებიდან წავიდეს. ასეთი ინფორმაცია საქართველო-ფინეთის მატჩის შემდეგ გავრცელდა.

საფრანგეთთან მატჩისას ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა ბევრს გაუკვირდა, 10 სექტემბერს კი ის 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.

ამაზე თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს. პასუხი ასეთი იყო - ის გუნდის ავტობუსში არ ამოსულა, ალბათ, ძირითადში რომ ვერ მოხვდა, ეწყინაო (იხილეთ ვრცლად).

რა გასაკვირია და, გაჩნდა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შესაძლო კონფლიქტის ვერსიაც. ამიტომაც დავუკავშირდით ხიზანიშვილს და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- მას მერე, რაც თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა -
ხიზანიშვილი გუნდის ავტობუსში არ ამოვიდაო, გაჩნდა ეჭვი, რომ თქვენსა და მწვრთნელს შორის რაღაც მოხდა. რატომ არ იმგზავრეთ გუნდთან ერთად ავტობუსით?

- ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა. პატარა უსიამოვნებაც ყველა გუნდში ხდება და ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ ის, რომ თითქოს სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა, სიმართლე ნამდვილად არ არის.

- აბა, რა მოხდა?
- ნაკრები მატჩამდე დავტოვე, ხოლო თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ.

- ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა - ალბათ, ძირითადში ვერმოხვედრა ეწყინაო...
- ეს მისი აზრია. ფინეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წავაგეთ. მართალია, არ მითამაშია, მაგრამ მეც წავაგე და განადგურებული ვარ. ამიტომ ცხელ გულზე კომენტარისგან ახლა თავს შევიკავებ. არც მინდა, ასეთ მდგომარეობაში დასკვნები გავაკეთო და აღარ დავკონკრეტდები.

განცხადებაში ვიტყვი, თუ რა პრობლემაა და რატომ დავტოვე ფინეთთან თამაშამდე ნაკრები, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ არ ვაპირებ ისეთი რამის თქმას, რაც მორიგ სკანდალსა და უსიამოვნებას გამოიწვევს.

- თამაშზე უნდა გკითხოთ. ციკლიდან ციკლამდე იმედგაცრუება გრძელდება. თქვენი აზრით, 10 სექტემბერს ქართული ფეხბურთის რეალური სახე გამოჩნდა თუ მეტი შეგვიძლია?
- მეტი როგორ არ შეგვიძლია, მაგრამ პოტენციალის გამოვლენას შესაბამისი ხელშეწყობაც სჭირდება.

- შოტლანდიაში, ინგლისში, თურქეთში გითამაშიათ. ამ გადასახედიდან, ჩვენი ფეხბურთი რა მდგომარეობაშია?
- რეალურად თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესი ვითარებაა. ასე ვიტყოდი - დღეს ქართული ფეხბურთი არის იქ, სადაც იმსახურებს კიდეც ყოფნას. სულ ასე არ ხდებოდა? ერთი-ორი მატჩის შემდეგ ვამბობდით, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვქონდა. ბოლო 17 წელია, ამ იმედებით ვსაზრდოობთ.

მესმის, როცა გულშემატკივარი გახარებულია, ესპანეთთან დიდი ანგარიშით რომ არ წავაგეთ, ფრანგებთან ქულა ავიღეთ და ესეც წარმატებაა, მაგრამ მეორე მხარეა - ვართ კი დღეს იმ დონის გუნდი, რომ ფინეთსა და ბელორუსს ვაჯობოთ? ამაში ქეცბაიასა და ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ვლაპარაკობ.

თითქოს, ქვეყანაში ყველანაირ საკითხებს განვიხილავთ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის ადგილი აღარ დარჩა და არც არავის აინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც საქმეა და გასაკეტებელია იმაზე ილაპარაკეტ,დგეს ქარტული პეხბურტი უმდზიმეს მდგომარეობასჰია და არავინ ყურადგებას არ აქცევს და კიდიათთთთ,ამაზე ილაპარაკეთ
zaza
14:37 12-09-2013
0
ხიზანიშვილის სიტყევბთან არანაირი საყვედური არ მაქვს, საკმაოდ თავშეკავებული და კორექტულია და ნამდვილად ვაფასებ მის ტაქტს. მაგრამ ფეხბურთში ცოტათი მაინც ჩახედულმა ადამიანმა (ვგულისხმობ სტატიის ავტორს) როგორ უნდა დაწეროს "საფრანგეთთან მატჩისას ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა ბევრს გაუკვირდა," - ო. ზურას ინდივიდუალური შეცდომების გამო რამოდენიმე მატჩში რამოდენიმე გოლი გავუშვით და.... მე არ აქ არ ვაფასებ არ გუნდს მთლიანად და არც მწვრთნელს, ესდ ხვა თემაა, საუბარია მხოლოდ ხიზანიშვილზე, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, მაგრამ რეალობა რეალობაა...
ქართველი ადამიანი
14:38 12-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული