საქართველოს ნაკრებს ფრანგებთან ფრე ვერც ფიფას რეიტინგში წაადგა

AutoSharing Option
12 სექტემბერს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები 364 ქულით ისევ 97-ე ადგილზეა.

ახალ რეიტინგში შეტანილია მატჩები საფრანგეთთან (0:0) და ფინეთთან (0:1). როგორც ხედავთ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან ფრემ ვერც რეალურ სატურნირო მდგომარეობაში და ვერც რეიტინგში ვერაფერი შეგვმატა.

მოწინავე 100-ეულში მხოლოდ სამ ნაკრებს ვუსწრებთ: ეკვატორულ გვინეას (363 ქულა), ჩინეთს (362) და გვატემალას (335).

ბოლო თვის განმავლობაში 185 საერთაშორისო მატჩი გაიმართა. ბუნებრივია, ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია.

ტოპ-10-ეულში მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს არ შეუცვლია ადგილი - პირიქით, "ფურია როხამ"
კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა - 1514 ქულით. ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურდა არგენტინა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა; მესამეზე დაქვეითდა გერმანიის ნაკრები; არადა, ორივე მატჩი მოიგო.

დიდი წინსვლა აქვთ ბელგიისა (4 ადგილი) და ურუგვაის (5) ნაკრებებს, რომელთაც მე-6 და მე-7 ადგილები დაიკავეს. ათეულიდან კი პორტუგალია გავარდა.

საფრანგეთის ნაკრები 25-ე ადგილზეა, ფინეთი - 56-ეზე და ბელორუსი - მე-80 ადგილზე.

მომდევნო რეიტინგი 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი. 2013. სექტემბერი. ტოპ-20
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 97-ე ადგილზე გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული