შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს, პირველად მიიღებს მონაწილეობას არა 16, არამედ 24 გუნდი. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაიზარდა.
შესარჩევ ციკლში 54 ნაკრები (ემატება გიბრალტარი) 9 ჯგუფად დაიყოფა 6-6 გუნდით.
პირველ-მეორე ადგილზე გასული 9 ნაკრები ეგრევე მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
საუკეთესო მესამეადგილოსანი 9 ჯგუფიდან ეგრევე მოიპოვებს საგზურს.
დარჩენილი
სიახლეა ისიც, რომ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს მასპინძელი ქვეყანა - საფრანგეთი!
ოღონდ - იმ ქვეჯგუფში, სადაც საფრანგეთის ნაკრები მოხვდება, მასთან თამაშები მხედველობაში არ მიიღება, რადგან "მამლები" უკონკურსოდ ითამაშებენ - მათ ფინალში თამაში ისედაც გარანტირებული აქვთ.
როგორც ხედავთ, თითოეულ ნაკრებს შესარჩევ ციკლში 10 მატჩის გამართვა მოუწევს, მათ შორის, საქართველოსაც.