თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილის მიერ 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა.

ამ ყველაფერს წინ საქართველოს ნაკრების მატჩები უძღოდა საფრანგეთთან და ფინეთთან. ზურას არცერთ შეხვედრაში უთამაშია და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებულ კონფლიქტზე ინფორმაცია გავრცელდა.

"ვფიქრობ, რომ მაგას კიდევ შეეძლო ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ რაკი ეგ გადაწყვეტილება მიიღო...

სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჩემთან არ ულაპარაკია.

მაგასთან საუბარი თამაშამდე მქონდა – ავუხსენი სიტუაცია, სამი ცენტრალური მცველიდან სამივეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და ერთ-ერთს ეს
თამაში უნდა გამოეტოვებინა.

ალბათ, ეს არ მოეწონა და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ვისაც არ უნდა ნაკრებში, არავის შევეხვეწებით! ნაკრები ხალხმა გამოიყენა..."
- განაცხადა ქეცბაიამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვაში.

ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბავშვთა ფეხბურთში თუ არ ჩაიდო დიდი ფული არაფერი არ გაკეთდება.
davit cheishvili
12:46 21-09-2013
0
როგორც თემურა ექცეოდა მოთამაშეებს, ისე ფეხბურთელები ექცევიან. უტიფარი ყოფილა მაგარი. ამას მზამზარეულ ნაკრებს თუ ანდობ. ნაკრების ამშენებლად ეს ვერ გამოდგა. იმ მზამზარეულსაც მოთამაშე ნაკრებიდან მუშად აქცევს. მოურინიოსავით არის რაღაც პონტში. არადა შესაშური შემსრულებელი და ჯიგრიანი ფეხბურთელი იყო. კარგი რომ უნდა მაგიც არ მეეჭვება, მაგრამ უპასუხისმგებლოდ და უტვინოდ იქცევა. ემოციებშია მუდამ ეს კაცი.
რეზო
12:42 20-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული