თბილისის "დინამომ" მეორე გუნდისა და დუბლშემადგენლობის მწვრთნელები წარადგინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიაში კლუბის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ფეხბურთელებს მეორე გუნდისა და დუბლშემადგენლობის ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა.

პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო-2-ს" მალხაზ ჟვანია უთავკაცებს. 37 წლის სპეციალისტი 7 წლის მანძილზე მარტვილის "მერანს" ედგა სათავეში.

გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

ჟვანიას ასისტენტობას გივი დიდავა, რამაზ სვანაძე და ლევან აბაშიძე გაუწევენ. დუბლშემადგენლობას სათავეში კახი გოგიჩაიშვილი ჩაუდგა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების ღირსებას. მას სულიკო დავითაშვილი და ზურაბ ქვაჩახია
დაეხმარებიან, რომლებიც "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდნენ.

წყარო: dinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული