საქართველოს ნაკრები ალბასეტეში ანდრეს ინიესტას სახელობის ბაზაზე ვარჯიშობს

AutoSharing Option
მართალია, ესპანეთის ნაკრებს ჯერ ბელორუსებთან მატჩი ელით და მხოლოდ შემდეგ, 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან თამაში, მაგრამ ესპანურ მედიაში უყურადღებოდ არც თემურ ქეცბაიას გუნდი რჩება, რომელიც უკვე კასტილია-ლა მანჩას მხარეში, ქალაქ ალბასეტეში ვარჯიშობს.

"მუნდო დეპორტივო" საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მცირე სტატიას აქვეყნებს:

"სამშაბათს "კარლოს ბელმონტეს" სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბრაზილია 2014-ის ბოლო შეხვედრას გამართავს ესპანეთის ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრებმა უკვე დაასრულა ვარჯიშის ერთი სესია ანდრეს ინიესტას სახელობის ბაზაზე.

უკვე მეორე დღეა, საქართველოს ნაკრები ლა მანჩაშია. გუშინ ქართველებს არც დაუსვენიათ, ისე გავიდნენ საღამოს სავარჯიშოდ. დღეს
გუნდი 18:30 წუთზე ისევ შეიკრიბება.

როგორც სააგენტო EFE-მ ადგილობრივი წყაროსგან შეიტყო, "ალბასეტეს" ხელმძღვანელობამ ქართველებს ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა, თუმცა მათ შორს დაიჭირეს - მიზეზი კი ტრავმების მიღების შიშია.

საქართველოს ნაკრებს სამშაბათამდე თამაში არ უწევს, მაშინ, როცა ესპანეთის ნაკრები მალიორკაში, "იბეროსტარზე" პარასკევს ითამაშებს"
- წერს "მუნდო დეპორტივო".

ამასობაში ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ რა შედეგსაც არ უნდა მიაღწიოს მისმა ნაკრებმა პარასკევს, გადამწყვეტი საქართველოსთან მატჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მატჩი თბილისში ესპანეთის ნაკრებმა ბოლო წუთებზე გატანილი ბურთის (რობერტო სოლდადო) წყალობით მოიგო.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრამვების კაარა წაგებიის შეეშინდა
0
საქარტველოს ნაკრები მოიგებს სენსაცია მოხდება.
mamuka
02:32 14-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული