თემურ ქეცბაიას შეგირდები მომავალი შეხვედრისთვის იმავე ქალაქში, ანდრეს ინიესტას სახელობის ბაზაზე ემზადებიან.
ესპანეთთან გამოძახებული მოთამაშეების 22-კაციანი სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო" თბილისი), გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - "დილა",
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე - "დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ანორთოსისი", კვიპროსი), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი" ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდმა ქართველი ფეხბურთელების სამზადისის ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა.