ანდრეს ინიესტა: საქართველოს ნაკრები "კერკეტი კაკალია"

AutoSharing Option
15 ოქტომბრის მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთვის, რომელიც ალბასეტედან არც ისე შორს დაიბადა.

ამიტომ 2010 წლის მუნდიალზე ესპანელთა "ოქროს გოლის" ავტორი განსაკუთრებით მოექცა ყურადღების ცენტრში.

"დიარიო AS"-თან ინტერვიუში ანდრესი, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს ნაკრებთან თამაშსაც შეეხო:

"ჩემთვის ჩემს სამშობლოში დაბრუნება ეროვნულ ნაკრებთან ერთად განსაკუთრებული მოვლენაა. აქ ჩემი ოჯახის წევრები არიან, მეგობრები, ნათესავები. აქ ავიდგი ფეხი, აქ მქონდა დებიუტი.

ესპანეთის ნაკრები ყოველთვის უტევს და გააქვს გოლი. ჩვენი სტილი ასეთია. ჩვენი მომდევნო მეტოქე საქართველო კი
"კერკეტი კაკალია". ასეთ გუნდებთან თამაში პირველ გოლამდე ძალიან ძნელია. როცა მეტოქე "ჩაკეტილია", ძნელდება გოლის გატანა.

ჩვენი მისიაა, ვითამაშოთ ფეხბურთი ისე, როგორც ეს ვიცით და გამოვიყენოთ ყოველი საგოლე შანსი"
.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

ნაჩო მონრეალი: საქართველოს ნაკრებს 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული