სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ესპანეთის ნაკრებს მიზნამდე - მუნდიალის საგზურამდე - ოფიციალურად ქულა რჩება მოსაპოვებელი. საქართველოს ნაკრებს კი დიდი ხანია, აღარ აქვს სატურნირო მოტივაცია, მაგრამ სტუმრად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ ქულის მოპოვება დიდი მიღწევა იქნება.
მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, როცა ფრე ორივე ნაკრებს "აწყობს". ამას დავუმატოთ ქეცბაიას გუნდის თამაშის სტილი - დაცვითი ფეხბურთი, გადაკეტილი ზონები, ლამის მთელი გუნდით კარის
მაშინ ერთადერთი გოლი რობერტო სოლდადომ გაიტანა. ახლა "ვალენსიას" ექსფორვარდი ნაკრებში გამოძახებული არაა.
საქართველოს ნაკრები ბელორუსის დამარცხების შემდეგ აშკარად ვერ ახარებს გულშემატკივრებს - თემურ ქეცბაიას გუნდს 307 წუთია, გოლი არ გაუტანია. ისედაც მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სან მარინოს და ანდორას სჯობს.
დელ ბოსკეს პრობლემები შეექმნა დაცვის ხაზში. ალვარო არბელოა, ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი - სამივე ტრავმირებულია და მათ 13 ოქტომბერს საერთოდ ვერ ივარჯიშეს. ამ სამეულის თამაში გამორიცხული არ არის, თუმცა კი საეჭვოა.
ქეცბაიამ დანაკლისი ესპანეთში ჩასვლამდე განიცადა, გუნდს სხვადასხვა მიზეზით დააკლდნენ: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე.
15 ოქტომბერი. 23:00. ალბასეტე. კარლოს ბელმონტე (17 500 ტევადობა)
ესპანეთი VS საქართველო
წინა მატჩი: საქართველო-ესპანეთი 0:1 (სოლდადო 86.)
დისკვალიფიკაცია: კანკავა
ტრავმა: ს. რამოსი (?), არბელოა (?), პიკე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-3-3): რეინა - ხუანფრანი, ი. მარტინესი, ს. რამოსი, მონრეალი - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - ხ. ნავასი, ნეგრედო, პედრო.
საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, ხუბუტია, ღვინიანიძე, გრიგალავა - კაშია, ხმალაძე - გელაშვილი, ებრალიძე, კობახიძე - დვალიშვილი.
ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: საქართველოს ნაკრები "კერკეტი კაკალია"
ნაჩო მონრეალი: საქართველოს ნაკრებს 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა
ABC: საქართველოს ნაკრები დანებებას სულაც არ აპირებს და მოსაგებად ითამაშებს
თემურ ქეცბაია: სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთს თუ მოვუგებთ
საქართველო ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის თასებს ნახავს