ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იყო

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ალბასეტეში გამართული ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩში თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ანგარიში ალვარო ნეგრედომ 26-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 61-ე წუთზე ხუან მატამ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ესპანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბრაზილიის საგზური მოიპოვეს. ახლა დელ ბოსკე მზადაა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მშვიდად განიხილოს.

"ნაკრებთან კონტრაქტს იქამდე გავაგრძელებ, სადამდეც ფედერაციას
ექნება სურვილი. ჩვენ საკმარისად გვაქვს დრო საიმისოდ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ.

საქართველოს ნაკრების დამარცხება უმნიშვნელოვანესი იყო და მიხარია, რომ ეს შევძელით. ახლა ყველანი ბედნიერებ
ი ვართ.

საქართველო უხერხული მეტოქე იყო, თუმცა ასეთებივე იყვნენ ფინეთიც და საფრანგეთიც.

ვფიქრობ, ესპანეთმა წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანას, რომელიც გუნდს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჰქონდა დასახული".


ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული