რევაზ არველაძე: მხოლოდ თემურ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა და ახლა ყველას ის აინტერესებს, რა ვითარება იქნება დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის, რა მიზანს დაისახავს ჩვენი უპირველესი გუნდი და ვინ იქნება მისი მწვრთნელი.

კონტრაქტით, საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ეტაპზეც თემურ ქეცბაიამ უნდა გაწვრთნას, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ამ დროისთვის, ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეს კითხვა უნდა იყოს - დარჩება თუ არა ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
-
ახლო მომავალში, სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, ყველა ერთად შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ამ ეტაპზე კი, მით უმეტეს ემოციების ფონზე, გადაწყვეტილების მიღებას, ვფიქრობ, უნდა მოვერიდოთ.

მიმაჩნია, რომ ცალსახად ვინმე არ უნდა დავადანაშაულოთ იმ შედეგის გამო, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უკვე დამთავრებულ შესარჩევ ცილკში.

- ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია როგორია? კმაყოფილია ქეცბაიას მუშაობით და იმ მიმართულებით, რაც მან აირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ფედერაციის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი მხრიდან შემიძლია დავაფიქსირო - შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაში მხოლოდ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ, ფეხბურთელებსაც მიუძღვით ბრალი.

- საჭიროა თუ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იმ გუნდისთვის, რომელიც თავიდანვე განწირულია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- ამაზეც დავილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია მწვრთნელი და არა ის, თუ რამდენი აქვს მას ხელფასი. მწვრთნელი უნდა გამოგვადგეს, თორემ ფული ასეთ დროს მეორეხარისხოვანია.

- სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წელიწადში 7 მილიონი ლარით ეხმარება, რაც, პირველ რიგში, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების პერსონალისა და შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. ეს დახმარება გაისადაც ექნება ფედერაციას?
- რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს კვლავ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ავტორს მინდა ვუთხრა რომ მის ნარკვევებს ქეცბაიას შესახებ დაკვეთის სუნი უდის რადგან თეხბურთელებზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მე ქეცბაიას საერთოდ არ ვიცნობ მაგრამ ვფიქრობ რომ მან კიდო უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ჩვენთან სხვანაირად არ შეიზლება დავინც სხვა რამეს ამტკიცებს ის უდავოდ დილეტანტია.
მერაბი
13:30 20-10-2013
0
ამ მაფიოზოს რო უსმინო შედეგით უკმაყოფილოა და ალბათ მწვრთნელით კმაყოფილია?!...არც მწვადი დავწვათ და არც შამფურიო, ასე გამოდის... ქეცბაიას ამბავი ხომ ცხადზე ცხადია, კაი იქნებოდა შენც თუ მიყვებოდი, რეზი!
murtalo
13:50 20-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული