საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
17 ოქტომბერს ფიფა-კოკა-კოლამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები 350 ქულით მე-100 პოზიციას იკავებს. გასული თვის რეიტინგში "ჯვაროსნები" 97-ე ადგილზე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 15 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა და ჯგუფში 5 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვება, ორი ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

გთავაზობთ რეიტინგის საუკეთესო ოცეულს:

1 (1). ესპანეთი - 1513
2 (3). გერმანია - 1311
3 (2). არგენტინა - 1266
4 (5). კოლუმბია - 1178
5
(6). ბელგია - 1175
6 (7). ურუგვაი - 1164
7 (14). შვეიცარია - 1138
8 (9). ჰოლანდია - 1136
8 (5). იტალია - 1136
10 (17). ინგლისი - 1080
11 (8). ბრაზილია - 1078
12 (16). ჩილე - 1051
13 (13). აშშ - 1040
14 (11). პორტუგალია - 1036
15 (12). საბერძნეთი - 983
16 (18). ბოსნია - 925
17 (19). კოტ დივუარი - 917
18 (10). ხორვატია - 901
19 (15). რუსეთი - 874
20 (26). უკრაინა - 871

ასევე იხილეთ:

ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამაზე უარესები ვინც არიან ისიც დაგეწერათ კარგი იქნებოდა.....
Rezo
14:28 17-10-2013
0
ამის ქვემოთ კიდევ 107 ქვეყანაა, თუმცა მხოლოდ 10-ია ევროპული, კერძოდ სან-მრინო(207-ე),ანდორა(200),ფარერის კ-ბი(175), ლიხტენშტეინი(158) მალტა(140),ყაზახეთი (135),კვიპროსი(134),ლუქსემბურგი(127),ლატვია(117) და ლიტვა(103).აი ეს არის სინამდვილე,რასაც ერიდებიან როგორც ჟურნალისტები, ისე სპეციალისტები.
Zviadi
15:20 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული