თემურ ქეცბაიამ მიჯრით ორ შესარჩევში უხელმძღვანელა ქვეყნის მთავარ გუნდს და კონტრაქტით კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპზე უნდა დამოძღვროს ნაკრები, მაგრამ ხელშეკრულება ერთია და ეროვნული ნაკრების შედეგი - მეორე. ანუ საკითხავი გახდა, ისევ ქეცბაიამ უნდა უთავკაცოს თუ არა გუნდს.
იმ ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, "ლელო" უკვე წერდა და ამაზე აღარ შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.
ქეცბაია კი საზღვარგარეთაა...
შევიტყვეთ, რომ ის 15 ნოემბერს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამის შემდეგღა მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას მწვრთნელი და ფედერაციის მესვეურები.
ვფიქრობ, უკეთესიც არის, ფეხბურთის თავებმა და ქეცბაიამ წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ პაუზა რომ აიღეს და მყის არ დაიწყეს იმაზე სჯა-ბაასი, თუ რა და როგორ იქნება მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის.
ემოციები ნაწილობრივ დამცხრალია, თუმცა ნაკრების ცუდი შედეგი და მის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი ამ ემოციებს ბოლომდე მაინც ვერ აცხრობს.
რის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ფედერაციამ ქეცბაიას უთხრას - არა უშავს, ჩვენ შენი გვჯეროდა და ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვარიანად რთული საქმეა.
როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ფეხბურთის ფედერაციას დამოუკიდებლად შეუძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა ეს ამოცანა მაშინ დადგება დღის წესრიგში, როცა ნაკრების მთავარი პოსტი ვაკანტური გახდება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ქეცბაიას პოზიციაც. არც ერთ მწვრთნელს არ უნდა, ხელმოცარულმა დატოვოს გუნდი, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლი, ალბათ, საკმარისია, რომ მწვრთნელმა გულშემატკივარს თავი შეაყვაროს.
და თუკი მან ეს ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, გამოდის, რომ დროის კრედიტი ამოწურულია - ასე მგონია.
თუმცა ჟურნალისტური აზრი აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მწვრთნელის დანიშვნა-მოხსნის საკითხი სპეციალისტების გადასაწყვეტია, პასუხისმგებლობა კი უკვე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება.
ასე რომ, 15 ნოემბრამდე დრო ქეცბაიასაც აქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
არმინდა თავი მოგაბეზროთ ზედმეტი ლაპარაკით, ჯობია თემურის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ყოფნა არყოფნის საკითხი გადაწყვიტონ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ვინც იცის და ჩახედულია ქართულ ფეხბურთში.
დავაკვირდეთ რა ხდება.
თაობა დაიკარგა საფეხბურთო საქათველოში იმითი, რომ 20 ლარს დაზდევდნენ მწვრთნელები. ქეცბაია საიდან მოგიყვანს პროფესიონალ ფეხბურთელს? იმაზე დაწერე ჯერ რო მცველი შეტევას ვერ იწყებს და მაგ პრობლემის გამო მეტოქის ნახევარზე დზლივს გადავდივართ არ გვყავს პროფესიონალი ფეხბურთელები, თორე გვყავდა ჩვენ თუ გავიხსენებთ ტოპ კლასის მწვრთნელები.