"შეკითხვები ჩვენც გვაქვს!" - ზვიად სიჭინავა თემურ ქეცბაიას აღარ იცავს

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების წარუმატებელი და ჩაგდებული ციკლი აღარავის უკვირს. მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყიფიანის გაწვრთნილი გუნდები იყო, გულშემატკივარს იმედი რომ გაუღვიძა, თუმცა საქართველოს მთავარ გუნდს დიდი წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია.

ამიტომ არც ის იყო გასაკვირი, რომ ნაკრებმა ვერც თემურ ქეცბაიას ხელში მოწყვიტა ვარსკვლავები. ბოლო 20 წლის ტრადიციული სურათი არც ამჯერად შეცვლილა - გულშემატკივართა ნაწილი ქეცბაიას გაშვების მომხრეა, ნაწილიც - დარჩენის.

თუმცა, ჩანს, რომ წარუმატებელი ციკლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოხსნას გაცილებით მეტი ქომაგი ითხოვს.

გულშემატკივარმა იცის, რომ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები 2015 წლის
ბოლომდე ჩაიბარა, ანუ, თუ მწვრთნელი არ გადადგება, მისი გათავისუფლება ფეხბურთის ფედერაციას მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში შეუძლია.

თუმცა ეს ასე არ არის - 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიამ სფფ-სთან ახალი კონტრაქტი ოფციის წესით (2+2) გააფორმა. გამოდის, რომ ხელშეკრულებას ვადა წლეულს კი ეწურება, მაგრამ მხარეებმა ხელახლა უნდა დაილაპარაკონ.

ქეცბაიას პირველი ციკლის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ეროვნული გუნდის მესაჭეზე აღტაცებით ლაპარაკობდა:

"ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების დიდი სურვილი მაქვს. ჩვენ ამ ციკლში 10 ქულა დავაგროვეთ და გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ამ კაცის მუშაობით კმაყოფილი ვარ...

თემურმა კიდევ უნდა იმუშაოს და გუნდის გაახალგაზრდავებასთან ერთად, მიზნად ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის უსერიოზულესი მომზადება დავისახოთ".

ახლა სიჭინავა სულ სხვა ტონით ლაპარაკობს. გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს:

"(ჯგუფში) მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება. ასე რომ, ნაკრების გამოსვლას მეც ძალიან უარყოფითად ვაფასებ! დიახ, რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ხომ გვქონდა მესამე ადგილზე გასვლის შანსი?..

ვიცი, ახლა რაც უნდა მკითხოთ და პირდაპირ გეტყვით - ჩვენც ველით ქეცბაიას ჩამოსვლას. პირველ რიგში, ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე. მერე თავის სიტყვას ფედერაციაც იტყვის.

დღეს მას ნაკრებთან კონტრაქტი აკავშირებს... ფედერაციამ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მუშაობისთვის ყველა პირობა შეუქმნა და, ბუნებრივია, შეკითხვები ჩვენც გვაქვს: რა არ გავაკეთეთ, შედეგი უკეთესი რომ ყოფილიყო? რა არ გააკეთეს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ასე შემდეგ.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არც მე მინახავს. იმედია, უახლოეს დღეებში ჩამოვა და თავის არგუმენტებს გაგვაცნობს".


იხილეთ სრული სტატია

მოკლედ, ახლა სიჭინავა თავად აფიქსირებს უკმაყოფილებას და ქეცბაიას აღარ იცავს. დასკვნა თავად გამოიტანეთ, როგორ შეიძლება შეაფასოს ფედერაციამ ქეცბაიას მუშაობა და გააგრძელებს თუ არა მასთან კონტრაქტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რას მოგვიტანს 15 ნოემბერი? - ვარიანტები თემურ ქეცბაიას მომავალზე
ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩამოვა და იბლატავებს და მანდ უნდა გაუხიო **** უნამუსოს ბოლოზე რო არ გასულიყო 2 000 000 მოითხოვდა ბელორუსიას რო გავასწარით მაგი არ ითვლება ურთიერთშეხვედრებში (1-0. 0-2) მაგათაც გვაჯობეს!!!!
0
იმდენი მაინც ქონდა ფინეთს რომ აქვს და თუ გინდა ყაზახეთს... შეუძლებელია ყაზახეთისთვის თამაშის მოგება? ცხრამეტწლამდელები მოუგებენ რომ მიუშვა, იმიტო კი არა დიდები ვერ თამაშობენ, იმიტომ რომ მწვრთნელი ყავთ... საწაულებს კი არა თამაშს ვითხოვთ... შეხედე ისლანდიას, ჩრდილო ირლანდიას, სომხეთს... როგორ უნდა გვჯობდნენ? უფრო რთულ მაგალითებს აღარ მოვიყვან ახლა...
PARFIUMER
14:46 16-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული