ქეცბაიაზე ნაწყენი ალეკო ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრა ჟურნალისტებთან რეზონანსული გამოდგა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 18 ნოემბერს გამართულ თოქ-შოუში აუგად ისაუბრა.

19 ნოემბერს გაზეთი "ლელო" "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა.

"იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!" - უთხრა ამისულაშვილმა გაზეთს.

მისივე განმარტებით, თავმოყვარე ადამიანია და ქეცბაიას პირში ეტყვის, თუ რა პრეტენზიები აქვს მასთან.

"ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ",
- აღნიშნავს ფეხბურთელი.

ინტერვიუს სრულად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაკრების გაახალგაზრდავება გრძელდება!
guja_kakhadze
10:16 20-11-2013
0
"თავმოყვარე ადამიანია და ქეცბაიას პირში ეტყვის, თუ რა პრეტენზიები აქვს მასთან".
არ ხარ მართალი ალეკო. საზოგადოებას უნდა უთხრა ჯიგარ, ჩვენ, გულშემატკივრებს უნდა გვითხრა, რაც მოხდა. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ თემურმა ყველაფერი მართალი თქვა ან რაში უნდა ჭირდებოდეს ტყუილი? არც არაფერში.
gogi
10:29 20-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული