ეს ომია! - თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილს გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზე საუბრობს და ნაკრების თავკაცის გათავისუფლებას ითხოვს.
იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ქეცბაიას სატელევიზიო თოქ-შოუში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.
იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

გადაცემის გასვლის შემდეგ ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ალექსანდრე ამისულაშვილმა განაცხადა.
იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

თემურ ქეცბაია:
"არ მგონია, რომ ამ ინტერვიუს უკან მარტო ერთი ადამიანი იდგეს. მის ირგვლივ სხვებიც ბევრნი არიან, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრან ეს ის ხალხია, რომელმაც კატასტროფულ მდგომარეობაში დაგვახვედრა ქართული ფეხბურთი...

ხიზანიშვილს მინდა შევახსენო, რომ როცა მე მოვედი ნაკრებში, გუნდს, რომელშიც ისიც თამაშობდა, ორი წელი თამაში არ ჰქონდა მოგებული და მეექვსე ადგილზე გავიდა...

ეს ყველაფერი შეიძლება ომს შევადარო. არის პირველი და მეორე ხაზი - მეორე იცავს პირველის ზურგს... როცა პირველი ხაზის მებრძოლი უკან მოიხედავს და ზურგში არავინ არის - ყველა გაქცეულია, ყველა უკვე სახლშია…

და ასეთი ადამიანი გამოდის და ლაპარაკობს ქართული ფეხბურთის წინსვლაზე...",
- განაცხადა თემურ ქეცბაიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
დანებეთ თავი არა ადამიანებო ამ პატრიოტ ადამიანს თემო თქვენ ნამდვილ გულშიმატკივარს ყველას უყვარხარ.გთხოვ არ დათმო გაყარე ეს ნაგავები. გამიშვით გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა! მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება, ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე... მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე. გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო, რათა თავიდან დავიწყო ყოველი, ყოველი დილის მზის ნათებასთან კი, კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი. მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, იმ თვალთუწვდენელ ჰორიზონტამდე, გამიშვით... სადმე უკაცრიელში, გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე, ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად, რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები, თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები. გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ, და არ მჭირდება თეთრი ალამი, მე იარაღის მაგივრად ხელში მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი. გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა, დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო, დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო... ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები, ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს, მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება... ბავშვურად უნდა გავაფერადო!
lado
11:34 22-11-2013
0
დანებეთ თავი ამ პატრიოტ ადამიანს. თემო თქვენ ნამდვილ გულშიმატკივარს ყველას უყვარხარ.გთხოვ არ დათმო გაყარე ესენი .გამიშვით გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა! მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება, ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე... მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე. გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო, რათა თავიდან დავიწყო ყოველი, ყოველი დილის მზის ნათებასთან კი, კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი. მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, იმ თვალთუწვდენელ ჰორიზონტამდე, გამიშვით... სადმე უკაცრიელში, გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე, ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად, რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები, თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები. გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ, და არ მჭირდება თეთრი ალამი, მე იარაღის მაგივრად ხელში მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი. გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა, დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო, დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო... ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები, ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს, მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება... ბავშვურად უნდა გავაფერადო!
lado
11:38 22-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული