სამწუხარო რეალობა: საქართველოს ნაკრებთან თამაში არავის უნდა

AutoSharing Option
ბოლო წლებია, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაში არავის სურს. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური და ძალზე სამწუხარო რეალობაა.

ახლაც იგივე მოხდა - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობდა, მაგრამ...

"თემურ ქეცბაიას სურდა, ნოემბერში თბილისში ამხანაგური თამაში ჩაგვეტარებინა, რადგან ბოლო ორი წელია, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გაცილებით მეტი თამაში ჩაატარა, ვიდრე - შინ.

მოლაპარაკება რამდენიმე ფედერაციასთან გვქონდა. თითქოს, წინასწარი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ ბოლოს უარი შემოთვალეს"
, - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

გარდა სურვილისა, არის
ფინანსური მხარეც. თუ გახსოვთ, ადრე საქართველოში თურქეთისა და ურუგვაის ნაკრებები გვესტუმრნენ. მაშინ მათ ჩვენმა ფედერაციამ არც ისე მცირე თანხა გადაუხადა, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა. დღეს კი სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ძველებურად აღარ ათამამებს, საბიუჯეტო დაფინანსებაც შეუმცირა და გრანდებს ვინ ჩივის, ჩვენი დონის გუნდებიც უარობენ საქართველოსთან თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბიუჯეტო წელი მთავრდება და ყველაფერს სჭირდება გაპრავება, აი რატომ აწყობს ფედერაციას ქეცბაია. აქ მოყვანილი მიზეზები იმისა, თუ რატომ არ ჰქონდა ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური თამაში, ორივეს წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ფორუმებზე დარეგისტრირებულთა უმრავლესობა სპეციალურ დავალებებს ასრულებს. ამიტომაც აქ განხილვებს არანაირი აზრი არ აქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურამ (ამ შემთხვევაში სამინისტრომ) უნდა გადადგას თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯი და მიიღოს რადიკალური ზომები ამ მარაზმის დამთავრებისათვის. საინტერესოა სახელწიფო პროგრამებიდან მიღებული თანხების ხარჯვის ღრმა აუდიტის ჩატარებაც ფედერაციის საქმეებში ჩარევად მოინათლება?
დედა
18:21 26-11-2013
0
ხო ქეცბაიას სურათი არ გამოგრჩეთ ყველაფერი ხო მაგის ბრალია არა? :D
petre
13:24 26-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული