სამწუხარო რეალობა: საქართველოს ნაკრებთან თამაში არავის უნდა

AutoSharing Option
ბოლო წლებია, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაში არავის სურს. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური და ძალზე სამწუხარო რეალობაა.

ახლაც იგივე მოხდა - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობდა, მაგრამ...

"თემურ ქეცბაიას სურდა, ნოემბერში თბილისში ამხანაგური თამაში ჩაგვეტარებინა, რადგან ბოლო ორი წელია, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გაცილებით მეტი თამაში ჩაატარა, ვიდრე - შინ.

მოლაპარაკება რამდენიმე ფედერაციასთან გვქონდა. თითქოს, წინასწარი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ ბოლოს უარი შემოთვალეს"
, - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

გარდა სურვილისა, არის
ფინანსური მხარეც. თუ გახსოვთ, ადრე საქართველოში თურქეთისა და ურუგვაის ნაკრებები გვესტუმრნენ. მაშინ მათ ჩვენმა ფედერაციამ არც ისე მცირე თანხა გადაუხადა, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა. დღეს კი სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ძველებურად აღარ ათამამებს, საბიუჯეტო დაფინანსებაც შეუმცირა და გრანდებს ვინ ჩივის, ჩვენი დონის გუნდებიც უარობენ საქართველოსთან თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუჰ, შენ გენაცვალე! ა, ჟურნალისტი, ძმაო. გააშანშალა თუა არა სტატია?.. მერაბ ჩემპიონი ხარ და ბელადი, ბელადი - ხომ იცი ვისიც?
ოდალა
11:14 26-11-2013
0
ხო ქეცბაიას სურათი არ გამოგრჩეთ ყველაფერი ხო მაგის ბრალია არა? :D
petre
13:24 26-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული