საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულიდან გავარდა!

AutoSharing Option
28 ნოემბერს გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას ახალი სანაკრებო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, თემურ ქეცბაიას გუნდს 330 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში 101-ე ადგილზეა.

ჩვენს გუნდს მცირე უკუსვლა აქვს, რადგან ოქტომბრის რეიტინგში მე-100 ადგილზე იყო. უკუსვლა კი იმით არის გამოწვეული, რომ ეროვნულ ნაკრებთა უმეტესობისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ფეხბურთი არ უთამაშია.

მართალია, მხოლოდ 1 საფეხური მოვიკელით, მაგრამ ქულების თვალსაზრისით კლება დიდია - წინა თვეში გუნდს 350 ქულა ჰქონდა.

მოწინავე ათეულიდან გავარდა ბელგიის ნაკრები, რომელმაც ერთბაშად 6 ადგილი დაკარგა; მე-10-ეზე კი მუნდიალის მომავალი მასპინძელი ბრაზილია
გადავიდა.

ბრაზილიაზე უფრო საოცარი დაბრუნება გამოუვიდა ტოპ-10-ში პორტუგალიის ნაკრებს, რომელმაც შვედებთან ორი მატჩის მოგებისთვის 9 საფეხურით წაიწია და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. ათეულიდან კი ინგლისის ნაკრები გავარდა.

მოწინავე ოცეულში მხოლოდ მე-18 ადგილზე მყოფი უკრაინის ნაკრები დარჩა მუნდიალის საგზურის გარეშე. მუნდიალის მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ 3-ია 50-ეულის მიღმა: კამერუნი (51), კორეა (54) და ავსტრალია (59).

სომხეთის ნაკრები რეიტინგში 34-ე ადგილზეა, ეს კი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის ისტორიაში უმაღლესი საფეხურია.

ტოპ-20

1. ესპანეთი 1 507
2. გერმანია 1 318
3. არგენტინა 1 251
4. კოლუმბია 1 200
5 (+9). პორტუგალია 1 172
6. ურუგვაი 1 132
7 (+1). იტალია 1 120
8 (-1). შვეიცარია 1 113
9 (-1). ჰოლანდია 1 106
10 (+1). ბრაზილია 1 102
11 (-6). ბელგია 1 098
12 (+3). საბერძნეთი 1 055
13 (-3). ინგლისი 1 041
14 (-1). აშშ 1 019
15 (-3). ჩილე 1 014
16 (+2). ხორვატია 971
17. კოტ დივუარი 918
18 (+2). უკრაინა 907
19 (+2). საფრანგეთი 893
20 (+4). მექსიკა 892

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
თბილისელო, საღოლ, მაგარი იყო :D ისე იმ რეიტინგის დედაც ვატირე, უკრაინა რომ საფრანგეთზე წინ იქნება შვეიცარია - ჰოლანდია-ბრაზილიაზე...
Lasha
23:30 28-11-2013
0
რა უცნაურია, შედეგებზე როცა მიდგება საქმე, ქეცბაიას ფანები (რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ თურმე) სადღაც იკარგებიან ხოლმე...
მიჩინიო
21:00 28-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული