კახა კალაძე: თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს

AutoSharing Option
ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნაკრებში არსებული ვითარება ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება.

ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ რამე აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიისა და ჟურნალისტების გარეშე გააკეთონ.

მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და მაშინ ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. როდესაც რამე
ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება.

ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ბოლოს რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ხომ ისეთი დიპლომატია ეხლა რატომ მოიმდურებს თემურის, რატომ აწყენინებს თორემ ვინ იცის გულში რა აქვს მაგრამ ეს ისეთი კაცია და ამ ხასიატიტ მიაგცია ზუსტად თავის წარმატებებს ცხოვრებასი რომ სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო ხოდა ჩვენმა კახამ სულ ფეხებზე დაიკიდა ქარტული ფეხბურთი , იცის ტუ რა მაიმუნობაც მიდის ამ ქარტულ ფეხბურთში , აქ სულ ნატესაური კლანი და Bიძა შვიმამიდაშვილობის ქვეყანააა ფეხბურთის დარGსი და რომ არაპერი გაეწყობა ცხვირსაც თავისთავად არ ყოპს და თავი ძაან
სორს უჩირავს ფეხბურთისგან , ალბათ სწორსაც აკეთებს. კახა ამ ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას მაინც ვერ შეცვლის, ჰოდა რაზე დაისვრის თავს
zaza
20:01 30-11-2013
0
თვით ის ფაქტი რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაზე ამდენი საუბარია, თავისთავად იმას ნიშნავს რომ ქეცბაია სუსტი მწვრთნელია.მაურინიოს ფეხბურთში არავითარი სიახლე არ მოუტანია, მისი არც ერთი ვარჯიში არაა შესული ფეხბურთის სახელმძღვანელოებში მაგრამ ის უკვე გენიალური მწვრთნელია იმიტომ რომ ძლიერი ფსიქოლოგი და ზოგადად განათლებული პიროვნებაა.ბატონი ქეცბაია კი არამარტო დაბალი დონის მწვრთნელია, არამედ აშკარად განათლების ნაკლებობასაც განიცდის. ხოლო მისი განცხადებები იმის შესახებ რომ თურმე ნაკრებში პროგრესია, უბრალოდ საქართველოს შეურაცყოფაა.მას რომ ინტელექტის ნასახი გააჩნდეს თვითონ უნდა მიდიოდეს.რადგან ვერ ხვდება ისევ ჩვენ უნდა ვაიძულოთ,თორემ სააკაშვილივით ეს არსად წამსვლელი არაა.
svansky
19:24 30-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული