კახა კალაძე: თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს

AutoSharing Option
ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნაკრებში არსებული ვითარება ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება.

ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ რამე აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიისა და ჟურნალისტების გარეშე გააკეთონ.

მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და მაშინ ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. როდესაც რამე
ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება.

ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ბოლოს რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვეჯგუფი კი იყო მძიმე მაგრამ ფინეთისთვის არ უნდა გაგვესწრო?სულ 3 ბურთი უნდა გაგვეტანა? თუ ასეთი უნიჭო, უპერსპექტივო და უჯიგრო თაობა გვყავს,
ასეთი "ძვირიანი" მწვრთნელი რად გვინდა?
ქფფ
15:38 30-11-2013
0
მართალი კაცი
tigimani
16:07 30-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული