"ჩანს, მძიმე ხალხი ვართ... ერთი უცხოელი მწვრთნელიც რომ ვერ შეგეწყობა"

AutoSharing Option
იანვარში წელიწადი გახდება, რაც გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, თუმცა გისოსებს მიღმა მისჯილი ვადის მხოლოდ ნახევარი გაატარა და მიმდინარე წლის 13 იანვარს ამნისტიით გათავისუფლდა...

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აზრი თემურ ქეცბაიას გუნდზეც გამოთქვა.

- საქართველოს ნაკრების თამაშზე რას იტყვი?
- დღეს საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად კარგი ფეხბურთელების სიმცირეს განიცდის. შესაბამისად, დაბალია თამაშის ხარისხიც. გაიხსენეთ, რა დონის კლუბებში თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები წინათ და სად
თამაშობენ დღეს. როგორი ფეხბურთელებიც გვყავს, შედეგიც ისეთივეა!

- გამოდის, ნაკრების მწვრთნელს ტყუილად აკრიტიკებენ?
- მწვრთნელია და უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ყველაფრის ქეცბაიასთვის დაბრალება არასწორია. მთელი თამაშის განმავლობაში გუნდი ერთზე მეტ სახიფათო მომენტს რომ ვერ შექმნის, რაღაზეა ლაპარაკი?!

შესაძლოა, დაცვაში არ ბრწყინავდა, მაგრამ აქამდე საქართველოს ნაკრები უტევდა მაინც, შეტევა და ბურთის კონტროლი შეეძლო, ახლა კი... თუ მაღალი კლასის შემტევები არ გყავს, შეტევა თუ არ იციან, რამდენიც უნდა მოსთხოვო, წინ როგორ წავლენ?!

- უცხოელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ნაკრებშიც ხომ გიმუშავია? საქართველოში რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას ბოსკამპმა, ტოპმიოლერმა, ჟირესმა?..
- ჩანს, მძიმე ხალხი ვართ... ერთი უცხოელი მწვრთნელიც რომ ვერ შეგეწყობა, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებო!

ჯერ ჩვენში ვეძებოთ მიზეზი და სხვებს მერე ვაბრალოთ...

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაგბი სულ სხვა მენტალიტეტია და საერთო სულ სხვა ხალხია, იმ სპორტში მწვრთნელები და აღმზრდელები ბავშვობიდანვე ასწავლიან ზრდილობას და ვაჟკაცობას... ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები გინახია ? მწვრთნელები ბავშვებს აგინებენ ბავშვები მწვრთნელებს და ორივე მსაჯებს.. აბა ეგეთ ატმოსფეროში რაც გვეზრდება აგერ ვხედავთ... რაზეა ლაპარაკი ძოძუაშვილს რო ბავშვს ჩააბარებ შეიძლება ფეხბურთი ასწავლოს მაგრამ მაგის გაზრდილი ადამიანი არ გაიშვა არსად :D
ფერნანდოs
02:42 18-12-2013
0
გადახედონ ჩემს პროექტს გაზაფხულიდან ფედერაციაში რომ უდევთ და შეტევაშიც ადვილად წავალთ და ანგარიშგასაწევი ძალაც გავხდებით!!!!
guja_kakhadze
15:46 17-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული