საქართველოს ნაკრების თავკაცი 15 დეკემბერს, ფამაგუსტაში "ერმისი"-"ანორთოსისის" შეხვედრას დაესწრო. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
"თემურ ქეცბაიას სიყვარული ყოფილი კლუბის, "ანორთოსისის" მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. მწვრთნელი "ანორთოსისის" მატჩს დაესწრო "ერმისის" წინააღმდეგ.
ის იდგა ბილეთის რიგში და ჩვეულებრივი, 10-ფუნტიანი ბილეთები შეიძინა. ტრიბუნაზე კი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა, რომელიც თოჯინასავით ლამაზია, რასაც ეს ფოტოებიც ადასტურებს" , - წერს საიტი sportdog.gr.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: გადავწყვიტე, ეს ორი წელი ჩემთვის ბოლო