თემურ ქეცბაია: გადავწყვიტე, ეს ორი წელი ჩემთვის ბოლო იქნება ნაკრებში

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ ტელევიზია CY Sports-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძირითადად კვიპროსული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა გვერდი არც საქართველოს ნაკრების თემას აუარა.

- რას იტყოდით კვიპროსული კლუბების წლევანდელ გამოსვლაზე?
- "აპოლონს" და აპოელ-ს მეტის მიღწევაც შეეძლოთ, თუმცა მე მაინც ვერ დავარქმევდი ამას ჩავარდნას. მეტოქეები ძლიერები იყვნენ, კლუბებმა კი გამოცდილება შეიძინეს. აპოელ-ისგან აშკარად მეტს ველოდი. მე ვიყავი მათ თამაშზე "მაქაბის" წინააღმდეგ და არ მომეწონა გუნდის გამოსვლა. მეგონა, აპოელ-ი უფრო აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებდა. სამწუხაროდ, ეს ვერ ვნახე.

- რას იტყვით კვიპროსული კლუბების დღევანდელ მდგომარეობაზე?
- სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები თავის გავლენას ახდენს. საუბარია წლების განმავლობაში არსებული კლუბების ფუნქციონირებაზეც კი. ამიტომ მათგან სასწაულების მოხდენის მოთხოვნა გადაჭარბებული ამბიცია მგონია. ეს პრობლემები შარშან და შარშანწინ არ დაწყებულა, მაგრამ ფაქტია, რომ უკან მივდივართ.

- ანუ კვიპროსული ფეხბურთის დონე დაეცა?
- სამწუხარო ფაქტია, კლუბების დიდ ნაწილს პრობლემები აქვს, მხოლოდ თითო-ოროლა კლუბი ინარჩუნებს სტაბილურობას. ახლა რომ ფეხბურთელები თამაშობენ კვიპროსის ჩემპიონატში, ხუთი წლის წინ მათ ტესტებზე დაიწუნებდნენ.

- საკუთარ კარიერაზე რას გვეტყვით?
- უწინ 24 საათის განმავლობაში ფეხბურთში ვიყავი ჩაფლული, ახლა კი  სანაკრებო მატჩები 1-2 თვეში ერთხელ გვიწევს. დატვირთვა ძალიან მიყვარს, თუმცა ადამიანურ ნორმებში.

მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეს ორი წელიწადი ჩემთვის ბოლო იქნება. მერე კი ვნახოთ, რა იქნება.

ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს
მკითხველის კომენტარები / 20 /
რა ორი წელი ამას კიდევ ორი წელი უნდა ვაჯიჯგნინოთ საცოდავი ნაკრები მრჩება შთაბეჭდილება რომ ამას თავის თავი კრუიფი ჰგონია აპოლონზე და ლიმასოლზე საუბრის მაგიერ მიწაზე დაეშვი ჩემო თემურ ვერ გაქაჩე აღარე ნაკრებში ავად სახსენებელ ტოპმიულერის ხელში გუნდს გოლი მაინც გაჰქონდა და ესეც დაავიწყე წადი შვილო მიხედე ანორთოსისს იქნება კიდევ გააჩანჩალებინო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და მერე მოურინიოსაგან შექებაც დაიმსახურო და ამ ჩვენს საცოდავ ნაკრებს კიდევ უფრო ნუ ასაცოდავებ
giorgi..
12:36 23-12-2013
0
ქეცბაიას ხელფასზე ვინ იყო ხმის ამომგები,გუნდს ოდნავ მაინც რომ ეტყობოდეს მწვრტნელის ნამუსევარი.
rezo rezos
17:44 05-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული