თემურ ქეცბაია: მინდა, საქართველოს ნაკრებში დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო

AutoSharing Option
მართლა ინიშნება თუ არა თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად? - გასულ კვირას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე აქტუალური კითხვა ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

თუმცა კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა.

"რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ვისაც "ანორთოსისში" უნდა მისვლა, ყველა ქეცბაიას სახელს იყენებს. ჭორებზე კი რა კომენტარი გავაკეთო?!

შესაძლოა, ვიღაცები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებ.

არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ და
ამაზე ახლა არც ვფიქრობ. ისე, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო",
- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა.

ესაუბრა რატი შელეგია
სრული ინტერვიუ იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" 15 იანვრის ნომერში
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი იქნებოდა საქმის ბოლომდე მიყვანა რას ნიშნავს დაგეკონკრეტებინა!!!!
guja_kakhadze
18:25 14-01-2014
0
არ გვინდა სჰენი დასრულება ცადი რა დზმურა და მიხედე სჰენს საქმეს სხვა კლუბსჰი
vava
20:03 14-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული