თემურ ქეცბაია: მინდა, საქართველოს ნაკრებში დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო

AutoSharing Option
მართლა ინიშნება თუ არა თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად? - გასულ კვირას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე აქტუალური კითხვა ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

თუმცა კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა.

"რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ვისაც "ანორთოსისში" უნდა მისვლა, ყველა ქეცბაიას სახელს იყენებს. ჭორებზე კი რა კომენტარი გავაკეთო?!

შესაძლოა, ვიღაცები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებ.

არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ და
ამაზე ახლა არც ვფიქრობ. ისე, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო",
- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა.

ესაუბრა რატი შელეგია
სრული ინტერვიუ იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" 15 იანვრის ნომერში
მკითხველის კომენტარები / 9 /
guramiს რა მაქსიმუმია ეგეთი გაგვიმხილე თუ იცი ამაზე მეტი რას უნდა მიაღწიოს მსოფლიოზე და ევროპაზე ეს ნაკრები ვერ გავა თვითონ თქვა ამ კაცმა გასვლას ვერ შეგპირდებითო ჩემი აზრით მაქსიმუმიც ეს არის ამ ნაკრების და მინიმუმიც თუარა და მოვა აგერ შესარჩევი და ვნახავთ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ეგეთია.
qutaiseli
13:29 15-01-2014
0
საქართველოში ყველამ იცის ფეხბურთი თემურის გარდა. მე მაგალითად აქ კომენტარის დამდებ murtalo-ს დავნიშნავდი. ***
mimi
12:00 15-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული