ერთ დროს კვიპროსული გრანდის ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდი აპლოდისმენტები თემურ ქეცბაიამ დაიმსახურა.
ის დარბაზში "ანორთოსისის" 14-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტები არ წყდებოდა კარგა ხანს. ამის შემდეგ ეკრანზე აჩვენეს ვიდეორგოლი თემურის საფეხბურთო კარიერიდან. შემდეგ კი ყველაფერი ერთმანეთში აირია, დარბაზი ლამის ჩამოინგრა - ამ კლუბსა და ქეცბაიას შორის ორმხრივი სიყვარულია, რომელიც სამუდამოა.
"მადლობა, რომ ლეგენდებში მოვხვდი. "ანორთოსისი" ჩემთვის ოჯახივითაა. ძალიან მინდა, გუნდი ისევ ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდეს", - როგორც ყოველთვის, სიტყვაძუნწი იყო კაცი, რომელიც თავისი საქმით ლაპარაკობდა - წერს "თემა ონლაინი".
თავად ქეცბაიამ 2 20-წუთიან ტაიმში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
ასევე იხილეთ:
კვიპროსელი ფანები თემურ ქეცბაიას: "დარჩი ჩვენთან სამუდამოდ!"
აქ ყველაფერ საკეთებს და შარებს დებენ, არიქა ასი ატასებს იღებსო, თითქოს სხვა მის ადგილზე არ აიღებს
ამ დაბეცავებულ და ბალერინა ფეხბურთელებსაც არ უნდათ იმიტომ, რომ მკაცრია და ტავის ჭკუაზე ვერ პარპაშობენ