საქართველო და რუსეთი თანახმა არიან "ევრო 2016"-ის შესარჩევში ერთმანეთთან ითამაშონ

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა. 2011 წლის 19 მარტი

საქართველოს და რუსეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებები უარს არ იტყვიან ერთმანეთში მატჩების ჩატარებაზე, თუკი ისინი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად ერთ ჯგუფში მოხვდებიან.

ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების სხვადასხვა შესარჩევ ჯგუფებში განაწილების გადაწყვეტილება, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.

პარასკევს, 24 იანვარს, გამოქვეყნდა "ევრო 2016"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობები.

იხილეთ: "ევრო 2016"-ის წილისყრისთვის საქართველო მე-5
კალათაში მოხვდა


თავდაპირველად უეფას საიტზე გაცხადდა აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ერთმანეთში თამაში არ მოუწევდათ აზერბაიჯანსა და სომხეთს, რუსეთსა და საქართველოს და ასევე, ესპანეთსა და გიბრალტარს.

"ჩვენ მივიღეთ წერილები რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან, - განაცხადა პლატინიმ. - კი ბატონო, იყო გარკვეული ეჭვები, მაგრამ ამ ქვეყნებმა დაგვარწმუნეს, რომ მზად არიან ერთმანეთში ითამაშონ".

ევროპის 2016 წლის ჩემპონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 23 თებერვალს, ნიცაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთში შეხვედრებს მართავენ საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა შუაშია ტერიტორიები რაგბში რატო ვთამაშობთ მაშვინ კიც უნდა ეთამაშო და კიდეც უნდა მოუგო თუ შეგიძლია.
qutaiseli
16:30 25-01-2014
0
და ერთად თამაშის გადაწყვეტილებაზე რატომ დავთანხმდით, ტერიტორიები დაგვიბრუნდა თუ რამე მოხდა ჩვენთვის სასიკეთო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული